მთავარიდაგროვილი ქულებისიახლეებიჩვენს შესახებკონტაქტი

მაკიაჟი 10 წუთში

19/09/2013

ISBN: 978-9941-15-902-2

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაური

გვერდების რაოდენობა: 412

ფორმატი: 18,5X21,5

ყდა: მაგარი

ფასი: 18,90

გამოცემის წელი: 2013 წელი

 

მაკიაჟი გამოხატავს ადამიანის შინაგან ბუნებას, ხაზს უსვამს სახის ნაკვთების უპირატესობებს და სრულყოფილს ხდის გარეგნობას. ბორის ენტრუპს წიგნში გადმოტანილი აქვს საერთაშორისო პოდიუმის ტენდენციები, რომლებიც მორგებულია ყოველდღიურ მოთხოვნილებებზე და ყველა ტიპის სახისა და სიტუაციისთვის გამოიყენება. აქ წარმოდგენილი 50 მაკიაჟის მოდელი ნაბიჯ-ნაბიჯ არის ახსნილი და თითოეულის გაკეთება სულ რაღაც 10 წუთშია შესაძლებელი. აქვეა მოცემული დეტალური ინფორმაცია ტექნიკის საფუძვლებზე, კოსმეტიკასა და საჭირო მასალებზე. თამამად ჩაატარეთ ექსპერიმენტები.

მაკიაჟი 10 წუთში" დაგეხმარებათ, იოლად შეარჩიოთ თქვენი ტიპის სახისთვის შესაფერისი მაკიაჟი.

   

მსოფლიოს საოცრებები

28/08/2013

ISBN: 978-9941-15-832-2

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაური

გვერდების რაოდენობა: 304

ფორმატი: 23,5X28

ყდა: მაგარი

ფასი: 26.90

გამოცემის წელი: 2013

. ოდესღაც მსოფლიო შვიდ საოცრებას აღიარებდა, რომელთაგან დღემდე მხოლოდ გიზის პირამიდები შემორჩა. სამაგიეროდ, გაჩნდა უამრავი სხვა, ადამიანის ხელით შექმნილი გრანდიოზული, შთამბეჭდავი ნაგებობა, კლდეში ნაკვეთ ქალაქ პეტრათი დაწყებული, ბურჯ-ხალიფას უმაღლესი ცათამბჯენით დამთავრებული. მათ გვერდით გვხვდება გასაოცარი ბუნებრივი ძეგლებიც – იელოუსთოუნის ეროვნული პარკი თუ უდაბნო საჰარა, ჰავაის კუნძულების ვულკანები, ბაობაბების ხეივანი თუ ჩრდილოეთის ციალი... თითოეულ მათგანს თამამად შეგვიძლია თანა­მედროვე საოცრებები ვუწოდოთ.

ბევრი ადგილი, შენობა თუ ქანდაკება, რასაც ამ წიგნში გადააწყდებით, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შესული.

ესტუმრეთ დედამიწის გასაოცარ ადგილებს.

წინ საინტერესო მოგზაურობა გელით.

   

პრინცესების წიგნი

28/08/2013

ფოტო: პრინცესების წიგნი  ვინ არ იცის, რომ პრინცესები ლამაზ სასახლეებში ცხოვრობენ და ლამაზ გვირგვინებსა და ფუშფუშა  კაბებში გამოწყობილები, უზრუნველად ანცობენ;  მათი ყველა ოცნება თუ კაპრიზი წამში სრულდება...   ამ სახალისო ილუსტრაციებით გაფორმებულ  წიგნში ყველაფერი ისე როდია, როგორც სხვა  პრინცესულ წიგნებში – აქ ყველაზე  განებივრებული პრინცესაც კი სინამდვილეში ჩვეულებრივი გოგონაა, ისევე, როგორც შენ – შენც ხომ პატარა პრინცესა ხარ?!   ISBN: 978-9941-15-835-3 კატეგორიები: საბავშვო საკითხავი გვერდების რაოდენობა: 160 ყდა: ბალიშა ფორმატი: 22,5 X 25 გამოცემის თარიღი: 2013 ფასი: 16.90

ISBN: 978-9941-15-825-3

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაური

გვერდების რაოდენობა: 160

ფორმატი: 22,5X25

ყდა: ბალიშა

ფასი: 16.90

გამოცემის წელი: 2013

. ვინ არ იცის რომ პრინცესები ლამაზ სასახლეებში ცხოვრობენ და ლამაზ გვირგვინებსა და ფუშფუშა კაბებში გამოწყობილები უზრუნველად ანცობენ; მათი ყველა კაპრიზი თუ ოცნება წამში სრულდება...

ამ სახალისო ილუსტრაციებით გაფორმებულ წიგნში ყველაფერი ისე როდია, როგორც სხვა პრინცესულ წიგნებში _ აქ ყველაზე განებივრებული პრინცესაც კი სინამდვილეში ჩვეულებრივი გოგონაა, ისევე როგორც შენ _ შენც ხომ პატარა პრინცესა ხარ?!

   

სანადირო იარაღის დიდი სახელმძღვანელო

28/08/2013

ავტორი: დეივ პეტცელი, ფილ ბურჯეილი

ISBN: 978-9941-21-110-2

გამომცემლობა: პალიტრა L

გვერდების რაოდენობა: 256

ფორმატი: 24,5X19,5

ყდა: რბილი

ფასი: 29.95

გამოცემის წელი: 2013


ამ სახელმძღვანელოთი დაადგენ, როგორი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი გჭირდება: საფანტის თოფი, რევოლვერი, შაშხანა თუ სხვა. წიგნი ასევე შესაფერისი მოდელისა და ტყვია-წამლის შერჩევაშიც დაგეხმარება. ისროლე ზუსტად, გააუმჯობესე შენი შაშხანის სიზუსტე, ისწავლე საფანტის თოფისთვის სათანადო საფანტი შერჩევა _ სახლში ნანადირევით დაბრუნდები და თავის მართლებაც არ დაგჭირდება.

იყავი წინდახედული მონადირე იმისთვის, რომ ბევრი იხვი, მამალი ინდაური და სხვა დიდი ზომის ფრინველი დახოცო. წიგნში მოცემული ტესტ-სამიზნეების საშუალებით წინასწარ შეამოწმე საფანტი, ტყვიები და ჩოკები. დაიცავი უსაფრთხოების წესები. ამ წიგნში ამოიკითხავ მარტივ რჩევებს როგორ დაიცვა საკუთარი თავი და თანმხლებნი გაუთვალისწინებელი სიტუაციების დროს; აგრეთვე, თოფის მოხმარების უსაფრთხოების წესებს.


   

უნივერსალური სამედიცინო ენციკლოპედია

28/08/2013

ISBN: 978-9941-19-955-4

გამომცემლობა: პალიტრა L

გვერდების რაოდენობა: 608

ფორმატი: 25,5X20

ყდა: მაგარი

ფასი: 39.99

გამოცემის წელი: 2013

 

"უნივერსალურ სამედიცინო ენციკლოპედიაში" თანმიმდევრობით და ზედმიწევნით გაეცნობით საკუთარ სხეულსა და ორგანიზმს. მარტივი და ადვილად გასაგები ტექსტებით აღწერილია:

ადამიანის სხეულის ანატომია და ორგანოთა სისტემები

400-მდე დაავადება

თითოეული დაავადებისგან განკურნების მეთოდები

დაავადებათა სიმპტომები

პრაქტიკული რჩევები, რომელთა საშუალებითაც შეინარჩუნებთ ორგანიზმის ჯანმრთელობას

პირველადი დახმარება გადაუდებელი მდგომარეობის დროს

ორგანიზმის ბუნებრივი დამცავი სისტემები

თანამედროვე დიაგნოსტიკური მეთოდები

უახლესი სამედიცინო ფაქტები და ინოვაციები

ენციკლოპედია შეადგინა ამერიკისა და ევროპის სამედიცინო დაწესებულებების 300-მდე სპეციალისტმა. წიგნში წარმოდგენილია ასობით ფოტოსურათი, სამედიცინო ილუსტრაციები და ინფორმაციული დიაგრამები.



   

« დაწყება წინა101102103104შემდეგიბოლო»