მთავარიდაგროვილი ქულებისიახლეებიჩვენს შესახებკონტაქტი

ჩხერკეთელაობა

30/04/2017

ავტორი: ირვინ უელში

ISBN: 9789941237980

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაური

გვერდების რაოდენობა: 458

ყდა: რბილი

ფასი: 18.90

ანოტაცია

"ჩხერკეთელაობის" მთავარი პერსონაჟები - ედინბურგის დოკერთა ღარიბული რაიონის, ლეიტის მცხოვრებლები - რენტსი, თიშიკო, ქლიავა და ბეგბი, ერთი შეხედვით, თითქოს მხიარული და თავქარიანი მეგობრები, სინამდვილეში მარგინალი ახალგაზრდები არიან, რომლებსაც უაზრო და მძიმე ყოფა აქვთ. მათ თავგადასავლებში ჩანს ნარკოტიკებში ჩაკარგული ადამიანების ყოველდღიური სევდა, საზრუნავი, სიკეთე თუ ბოროტება. თითოეული მათგანი თავის ისტორიას მოგვითხრობს და ყოველი ეპიზოდი დასრულებულ ამბავს ქმნის.

   

თილისმა

30/04/2017

ავტორი: სტივენ კინგი,პიტერ სტრაუბი

ISBN: 9789941238062

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაური

გვერდების რაოდენობა: 908

ყდა: რბილი

ფასი: 26.90

გამოცემის წელი: 2017

ანოტაცია

ყოვლისმომცველი ბოროტების წინაშე მდგარი თორმეტი წლის ბიჭის ამბავი "თილისმას" მართლაც გამოარჩევს ფენტეზის ჟანრში დაწერილი სხვა ნაწარმოებებისგან. ჯეკ სოიერი, რომელიც სასოწარაკვეთილი ცდილობს, სიკვდილისაგან იხსნას დედა, წარმოუდგენლად საშიშ გარემოში ხვდება. უდანაშაულო მსხვერპლით, ურჩხულებით, მისტერიითა და დაუჯერებელი ხიფათით სავსე სამყაროში გადარჩენა მისი უმთავრესი ამოცანაა.

   

დიდი წიგნი ბიზნესზე

25/04/2017

ISBN: 9789941244803

გამომცემლობა: პალიტრა ლ

გვერდების რაოდენობა: 352

ყდა: რბილი

ფასი: 50.00

გამოცემის წელი: 2017

ანოტაცია

დიდი წიგნი ბიზნესზე" გენიალური ბიზნესმოაზროვნეთა შეხედულებებსა და საქმიანობას გაგაცნობთ. არა აქვს მნიშვნელობა, მეწარმე ხარ, რომელიც ბიზნესს ახლა იწყებს, თუ აღმასრულებელი დირექტორი, რომელსაც თვალთახედვის გაფართოება სურს, თუ მომხმარებელი, რომელსაც ბიზნესის მამოძრავებელი მოტივები აინტერესებს, ამ წიგნში შთაგონებისთვის ბევრ რამეს იპოვი.

   

საუკეთესო პენალტი #2

25/04/2017

ავტორი: ალესანდრა ბერელო, ანდრე მორალი

ISBN: 9789941246647

გამომცემლობა: პალიტრა ლ

გვერდების რაოდენობა: 201

ყდა: რბილი

ფასი: 9.95

გამოცემის წელი: 2017

ანოტაცია

დაბრკოლებას, რომელიც "ვირტუსის" გუნდის მოთამაშეთა წარმატებას აფერხებს "ატლეტიკო" ქვია. ამ გუნდის კაპიტანს ნიკის კი ნებისმიერ ფასად სურს გამარჯვება.

   

შიში

25/04/2017

ავტორი: როს მაკდონალდი

ISBN: 9789941246586

გამომცემლობა: პალიტრა ლ

გვერდების რაოდენობა: 310

ყდა: რბილი

ფასი: 9.95

გამოცემის წელი: 2017

ანოტაცია

ოთხმაგი მკვლელობა. ოთხი გარდაცვლილი. პირველ მსხვერპლს დანარჩენებისგან წლები აშორებს, მაგრამ მკვლელობა ერთი პიროვნების ხელით ხდება. მკვლელის ვინაობას რამდენიც უნდა ეცადოთ ვერ გამოთვლით, მხოლოდ ბოლო გვერდზე ამოიკითხავთ და გაოცდებით.

   

« დაწყება წინა11121314151617181920შემდეგიბოლო»