მთავარიდაგროვილი ქულებისიახლეებიჩვენს შესახებკონტაქტი

ერთადერთი ამბავი

18/11/2018

ავტორი: ჯულიან ბარნსი

ISBN : 978-9941-11-609-4

გამომცემლობა: დიოგენე

გვერდების რაოდენობა: 278

ყდა: რბილი

გამოცემის წელი: 2018

ფასი: 14,90

ანოტაცია

„მაშინ უკვე იცოდი, რომ არსებობდა როგორც კარგი, ასევე ცუდი სექსიც. ბუნებრივია, ცუდს კარგი გერჩია, მაგრამ რაკი ჯერაც ახალგაზრდა იყავი, იმასაც ფიქრობდი, რომ ყველა მოცემულობის გათვალისწინებით, მთლად უსექსობას ცუდი სექსი სჯობდა. ეგ კი არა, ზოგჯერ ეს ხელმრუშობაზე უკეთესიც კი შეიძლებოდა ყოფილიყო, თუმცა არა - ყოველთვის. მაგრამ თუ ვინმე ფიქრობს, რომ სქესობრივი ურთიერთობა მხოლოდ ამ ორ უკიდურესობას გულისხმობს, ძალიან ცდება, რადგან თურმე არსებობდა მისი სხვა ნაირსახეობაც, რომლის შესახებაც მაშინ არაფერი იცოდი - რაღაც ისეთი, რასაც, უბრალოდ, ცუდი სექსის ქვესახეობად ვერ ჩათვლიდი, გინდაც მის თაობაზე ყურმოკვრით გსმენოდა. ამას მოსაწყენი სექსი ჰქვია და უფრო მოსაწყენს, ღმერთმანი, ვერც ვერაფერს წარმოიდგენს კაცი...“უნივერსიტეტიდან არდადეგებზე შინ დაბრუნებული 19 წლის პოლი საჩოგბურთო კლუბში წევრიანდება, სადაც სიუზენს გაიცნობს. სიუზენი 48 წლისაა, დაოჯახებულია და ორი ქალიშვილი ჰყავს. მცირე ხანში პოლისა და სიუზენის ურთიერთობა უბრალო ნაცნობობას სცდება - მათ ერთმანეთი უყვარდებათ. ეს წიგნი სწორედ ამ სიყვარულის სულისშემძვრელი ისტორიაა, რომელსაც უკვე ხანში შესული პოლი ჰყვება.

   

ქვის ანგელოზები

18/11/2018

ავტორი: მარგარეტ ლორენსი

ISBN : 978-9941-11-567-7

გამომცემლობა: დიოგენე

გვერდების რაოდენობა: 332

ყდა: რბილი

გამოცემის წელი: 2018

ფასი: 15,90

ანოტაცია

რომანი „ქვის ანგელოზი“ კანადური ლიტერატურის კლასიკოსის, მარგარეტ ლორენსის (1926-1987) ე. წ. „მენავაკის ციკლის“ პირველი და ყველაზე ცნობილი წიგნია. მენავაკა კანადის პრერიებში მდებარე გამოგონილი პატარა ქალაქია. მას ხშირად ადარებენ ფოლკნერის იოკნაპატოფას, თავად ლორენსს კი „კანადელ ფოლკნერს“ უწოდებენ. „მენავაკის ციკლის“ წიგნები XX საუკუნის კანადური ლიტერატურის ერთგვარი ნიშანსვეტია„ქვის ანგელოზის“ მთხრობელი, ხანში შესული ჰეიგარი, თავისი რთული, დრამატული ცხოვრების ამბავს ჰყვება. მის მონათხრობში გარდასული ცხოვრების სურათებს აწმყო ენაცვლება ხოლმე, აწმყოში კი ჰეიგარს ერთადერთი რამ სურს - არ მოხვდეს მოხუცთა თავშესაფარში...

   

ისწავლე დათვლა (წიგნი+ფაზლი)

18/11/2018

ISBN: 9789941300998

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ყდა: მაგარი

ფასი: 15,90

გამოცემის წელი: 2018

ანოტაცია

ეს წიგნი ბავშვებს დაეხმარება, ათამდე თვლა თამაშ-თამაშით, სახალისო ილუსტრაციების დახმარებით ისწავლონ; დიდი ზომის ფაზლი კი მათ შესაძლებლობას მისცემს, ამოიცნონ ციფრები, დათვალონ ათამდე და დაიმახსოვრონ რაოდენობები.

 


   

მონანიება

12/11/2018

ავტორი: იენ მაკიუენი

ISBN: 9789941301261

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

გვერდების რაოდენობა: 450

ყდა: რბილი

ფასი: 19,90

გამოცემის წელი: 2018

ანოტაცია

...„პირვანდელი ჩვენების ისევ და ისევ გამეორება აძლევდა ბრაიონის საშუალებას, შეცდომის ბუნდოვანი შეგრძნებისაგან გათავისუფლებულიყო და იმ ზიანის სიდიადეზე არ ეფიქრა, რასაც სხვას აყენებდა“.21-ე საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული რომანი ოთხი ნაწილისა და დროის სამი მონაკვეთისგან შედგება. ტალისების მრავალრიცხოვანი ოჯახის უმცროსი ქალიშვილი, ცამეტი წლის ბრაიონი საბედისწერო შეცდომას უშვებს.ნაწარმოებში აღწერილია, თუ როგორ ცვლის ეს შეცდომა შეყვარებული წყვილის - სესილია ტალისისა და რობი ტერნერის ცხოვრებას სამუდამოდ, ხოლო ბრაიონის დიდი ძალისხმევა სჭირდება მონანიებისათვის.ბუკერისა და სხვა მრავალი პრესტიჟული პრემიის ლაურეატი იენ მაკიუენი თოთხმეტი რომანისა და მოთხრობების ორი კრებულის ავტორია. „მონანიება“ საყოველთაოდ მიჩნეულია მაკიუენის ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებად.

   

ხოჭოების ბრძოლა

12/11/2018

ავტორი: მ. ჯ. ლეონარდი

ISBN: 9789941301704

გვერდების რაოდენობა: 272

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ყდა: რბილი

ფასი: 12,90

გამოცემის წელი: 2018

ანოტაცია

დარკუსი, ვირჯინია და ბერტოლტი ისევ ერთად არიან. უჩვეულო, მაგრამ ერთგული მეგობრების დახმარებით, ისინი კვლავ ცდილობენ, წინ აღუდგნენ ლუკრეცია კატერს, რომელიც ამაზონის ჯუნგლებშია გამაგრებული და მზაკვრულ გეგმებს აწყობს. მას გიგანტური ხოჭოების მთელი არმია ჰყავს, რომლის საშუალებითაც მსოფლიოს დაპყრობა სურს და თუ არავინ შეაჩერებს, სამყაროს გარდაუვალი განადგურება ემუქრება...

   

« დაწყება წინა12345678910შემდეგიბოლო»