მთავარიდაგროვილი ქულებისიახლეებიჩვენს შესახებკონტაქტი

ადამიანური ლაქა

25/11/2013

ავტორი: ფილიპ როთი
ISBN: 978-9941-21-322-9
გამომცემლობა: პალიტრა L
გვერდების რაოდენობა: 368
ფორმატი: 14,5X22
ყდა: მაგარი
ფასი: 13.99
გამოცემის წელი: 2013
ანოტაცია
1997
წელს ფილიპ როთმა პულიცერის პრემია მიიღოამერიკული პასტორალისთვის“. 1998 წელს თეთრ სახლში მასხელოვნების ეროვნული მედალიგადასცეს, ხოლო 2002 წელს ამერიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის აკადემიის უმაღლესი ჯილდო - „ოქროს მედალი მხატვრულ ლიტერატურაში“, რომელიც მანამდე, სხვებთან ერთად, ჯონ დოს პასოსს, უილიამ ფოლკნერსა და სოლ ბელოუს ჰქონდათ მიღებული. რომანიადამიანური ლაქაფილიპ მილტონ როთის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოებია. რომანში ასახვა ჰპოვა თანამედროვე ამერიკელი საზოგადოებისთვის საჭირბოროტო პრობლემებმა, მაგრამ მხოლოდ ეს როდია მისი ღირსება: მოქმედი გმირების ღრმა ფსიქოლოგიური ანალიზი მკითხველს თვალწინ გადაუშლის ადამიანური ბუნების სხვადასხვა მხარეს, ურთიერთობათა სხვადასხვა სპექტრს...

   

პატივი კატალონიას

25/11/2013

ავტორი: ჯორჯ ორუელი

ISBN: 978-9941-21-386-1
გამომცემლობა: პალიტრა L
გვერდების რაოდენობა: 304
ყდა: რბილი
ფორმატი: 14X21
ფასი: 8.99
გამოცემის წელი: 2013
ანოტაცია
ჯორჯ ორუელის ამ სასტიკ წიგნს ერთი უცნაურობა ახასიათებს _ ომის კოშმარული პერიპეტიების გავლით იგი სწორედ შეუძლებლის ზღვარს გადალახავს და შესაძლებელს ხდის, დაგვანახოს: თვით გაუსაძლის პირობებში, ომის ამაზრზენ აბსურდში, ტალახში, სიცივეში, სიბინძურეში, შიმშილსა და სისასტიკეში როგორ შეიძლება გადარჩე არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ გადარჩე პიროვნებად და ღირსება შეინარჩუნო.

   

ეშმაკს აცვია პრადა

25/11/2013

ავტორი: ლორენ ვაისბერგერი
ISBN: 978-9941-21-320-5
გამომცემლობა: პალიტრა L
გვერდების რაოდენობა: 480
ყდა: მაგარი
ფორმატი: 14,5X21,5
ფასი: 13.99 GEL
გამოცემის წელი: 2013
ანოტაცია
"
ეშმაკს აცვია პრადა" ახალგაზრდა ამერიკელი მწერლის, ლორენ ვაისბერგერის პირველი რომანია. იგი გამოსვლისთანავე ბესტსელერად იქცა და საუკეთესო რომანების რეიტინგში, რომელსაც ნიუ-იორკის ცნობილი გაზეთები ყოველთვიურად აქვეყნებენ, დიდხანს ლიდერობდა.
რა იღბლიანია ანდრეა საქსი! პროვინციულ ამერიკულ ქალაქში დაბადებული, ბრაუნის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული გოგონა, მაღალი მოდის სამყაროს შუაგულში აღმოჩნდა! მუშაობას უმსხვილეს ჰოლდინგ "ელიას კლარკში" იწყებს, საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადადის და მსოფლიოში ცნობილი მოდის ჟურნალის, "პოდიუმის" მთავარი რედაქტორის, მირანდა პრისტლის თანაშემწე ხდება. განა ეს იღბალი არ არის?! თუმცა მაღალი მოდის სამყარო ეშმაკივით მაცდური და ულმობელია. ადამიანს ფუფუნებისა და ხიბლის საბურველში ჰხვევს, ოცნებების ახდენას სთავაზობს, სამაგიეროდ კი გრძნობებზე - სიყვარულზე, მეგობრობაზე და შესაძლოა საკუთარ თავზე უნდა თქვას უარი. და ანდრეა საქსი არჩევანის წინაშე დგება...
ეს წიგნი რომანის პირველი ქართული თარგმანია. მალე მის გაგრძელებას შემოგთავაზებთ. "შურისძიებას აცვია პრადა - ეშმაკი ბრუნდება" - ასე ჰქვია რომანის მეორე ნაწილს, რომელიც ამერიკის წიგნის მაღაზიებში გაზაფხულზე გამოჩნდა.

   

სიბრძნე სიცრუის

25/11/2013

ავტორი: ტორესა მოსი

ISBN: 978-9941-21-376-2

გამომცემლობა: პალიტრა L

გვერდების რაოდენობა: 215

ყდა: რბილი

ფორმატი: 13,5X20,5

ფასი: 9.95

გამოცემის წელი: 2013

ანოტაცია
toresa mosis „სიბრძნე სიცრუისაახალგაზრდა მწერლის პირველი წიგნია. ნაწარმოების ერთ-ერთი მთავარი გმირია ქალაქი. ქალაქი, რომელიც ძალიან ჰგავს ნოტების რვეულს, მასშიჩაწერილისანოტო ბგერებით, რომელთა სახელებიც ჰქვია რომანის გმირებს. მთხრობელი თავად ნოტია, ხან ერთ სანოტო ბგერასშეკედლებულიდა ხანმეორეს. ნოტის დრამა ისეთივე რთული და მრავალმხრივია, როგორიც თვით ცხოვრება, ანუ ამ შემთხვევაში იგივეოქტავა“, რომლის სრულფასოვნებასაც თითოეული სანოტო ბგერის სუნთქვა განაპირობებს. ხოლო თუ როგორ ვითარდება თანამედროვესიბრძნე სიცრუისა“, რათა გვეყოს ძალა, ვიცოცხლოთ, არ ვიქცეთ ლანდად ან სულაც უთვისებო კაცად, ამას სადებიუტო რომანის გმირებიგვიამბობენ“...

   

ბენეფისი (13 მოთხრობა)

20/11/2013

ავტორი: არტურ შნიცლერი
ISBN: 978-9941-15-945-9
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაური
გვერდების რაოდენობა: 350
ყდა: რბილი
ფასი: 10.90
გამოცემის წელი: 2013
ანოტაცია
ავსტრიელი პროზაიკოსი და დრა­მა­ტურგი არტურ შნიცლერი (1862-1931), განათლებით ექიმი, იშვიათი წარმატებით უთავსებდა ერთმანეთს სამედიცინო და სამწერლო მოღვაწეობას. 1880-იანი წლების მეორე ნახევარში გამოაქვეყნა თავისი პირველი მოთხრობები და პიესები და მალეიმპრესიონიზმადმონათლული ლიტერატურუ­ლი მიმართულების ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენლადაც იქცა. მე-20 საუკუნის დამდეგს შნიცლერის შემოქმედებით დაინტერესება საქართველოშიც დიდი იყო. მისი რამდენიმე ნოველა ითარგმნა და დაისტამბა სხვადასხვა პერიოდულ გამოცემაში, ხოლო 1907 წელს ცალკე წიგნად გამოვიდა პიესაფერხული“. ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში მწერლის რამდენიმე მოთხრობა დაიბეჭდა გაზეთლიტერატურულ საქართველოში“, ჟურნალებში "არილში", „საუნჯესადაჩვენს მწერლობაში“, ხოლო 2010 წელს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ მისი სამი ნოველა შეიტანა კრებულშიავსტრიული მოთხრობები“. „ბენეფისშიწარმოდგენილია მოთხრობები შნიცლერის შემოქმედებითი ცხოვრების ყველაზე ნაყოფიერი პერიოდიდან: 1888-დან 1923 წლამდე.
მთარგმნელი: დავით კაკაბაძე

 

   

« დაწყება წინა919293949596979899100შემდეგიბოლო»