მთავარიდაგროვილი ქულებისიახლეებიჩვენს შესახებკონტაქტი

ოცდახუთი მრისხანე წელი

07/12/2013

ავტორი: რევაზ მიშველაძე
ISBN: 978-9941-21-421-7
გამომცემლობა: პალიტრა L
გვერდების რაოდენობა: 472
ფორმატი: 14X21
ყდა: რბილი
ფასი: 9.95
გამოცემის წელი: 2013
ანოტაცია
ცნობილი ქართველი მწერალი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი, რევაზ მიშველაძე საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე რთულ პერიოდს აღწერს. მწერალი გვთავაზობს დღიურებს: ყოველდღიურ ჩანაწერებს, საკუთარ განცდებს, დოკუმენტური სიზუსტით აღწერილ მოვლენებს, რასაც თან ახლავს თავად ავტორის ემოციური ფონი, შეფასება, მისი შეხედულებები, სიტუაციის ანალიზი და ხშირად არაერთგვაროვანი ხედვა.

   

გეოგრაფია (თეორიული კურსი აბიტურიენტებისათვის)

03/12/2013

ავტორები: მაია ბლიაძე, გია ჭანტურია, დავით კერესელიძე

ISBN: 978-9941-15-947-3
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაური
გვერდების რაოდენობა: 251
ფორმატი: 16,5 X 24
ყდა: რბილი
ფასი: 9.90
გამოცემის წელი: 2013
ანოტაცია
დამხმარე სახელმძღვანელო "გეოგრაფიათეორიული კურსი" მომზადებულია აბიტურიენტებისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამის გათვალისწინებით. სახელმძღვანელოს მიზანია, გაუადვილოს აბიტურიენტებს სკოლაში შესწავლილი მთელი მასალის გამეორება და სისტემაში მოყვანა. სახელმძღვანელო ასევე დიდ დახმარებას გაუწევს მოსწავლეებს გამოსაშვები გამოცდებისათვის მოსამზადებლად.

   

ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები

03/12/2013

ავტორი: ორჰან ფამუქი
ISBN: 978-9941-15-904-6
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაური
გვერდების რაოდენობა: 556
ფორმატი: 14,5 X 21,5
ყდა: რბილი
ფასი: 14.90
გამოცემის წელი: 2013
ანოტაცია
ორჰან ფამუქი ცნობილი თანამედროვე თურქი მწერალია, რომლის წიგნები მსოფლიოს მრავალ ენაზე გამოიცემა. ის უამრავი ლიტერატურული პრემიის მფლობელია, მათ შორის, 2006 წლის ნობელის პრემიის ლაურეატიც ლიტერატურაში და ამავე დროს პირველი თურქია, ვინც ეს პრესტიჟული ჯილდო მიიღო.
"
ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები" ორჰან ფამუქის პირველი რომანია, რომელიც 1982 წელს გამოქვეყნდა და ორჰან ქემალისა (გამოჩენილი თურქი პროზაიკოსი) და "მილიეთის" (ერთ-ერთი უმსხვილესი თურქული გაზეთი) პრემიები დაიმსახურა საუკეთესო რომანისათვის. ამ რომანში ერთი ჩვეულებრივი თურქული ოჯახის ყოველდღიური ცხოვრების ფონზე ასახულია თურქული საზოგადოების განვითარებისა და თურქეთის რესპუბლიკის ჩამოყალიბების რთული გზა. მოქმედება XX საუკუნის 20-იან წლებში იწყება და 70-იან წლებამდე გრძელდება, თუმცა წიგნში დასმული პრობლემები დღესაც აქტუალურია არა მხოლოდ თურქეთის, არამედ მთელი აღმოსავლური სამყაროსთვის.
ამ თვალსაზრისით "ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები" საინტერესო უნდა იყოს ქართველი მკითხველისთვისაც.

 

 

   

სიყვარული ბალასტია

03/12/2013

ავტორი: ბათუ დანელია

ISBN: 978-9941-11-395-6
გამომცემლობა: დიოგენე
გვერდების რაოდენობა: 236
ყდა: რბილი
ფასი: 7.90
გამოცემის წელი: 2013ანოტაცია
ანოტაცია
ბათუ დანელიას ახალ კრებულშისიყვარული ბალასტიაპოეტის მიერ ბოლო წლებში დაწერილი ლექსებია შესული.

   

დესერტების ოქროს წიგნი

25/11/2013

ISBN: 978-9941-21-149-2

გამომცემლობა: პალიტრა L
გვერდების რაოდენობა: 608
ფორმატი: 21,5X16,5
ყდა: მაგარი
ფასი: 34.99
გამოცემის წელი: 2013
ანოტაცია
ეს წიგნი დესერტების 250-ზე მეტ იდეას გთავაზობთ. ფლანის, მოხარშული კრემის, მუსის, ტრაიფლის, შარლოტის, ნაყინის, ფე­ნებიანი და ხვეულა ნამცხვრის, ბეზეს, ღვეზლის, ფრიტერის და სხვა დესერტების რეცეპტებთან ერთად გაეცნობით მათი მომზადების დეტალურ ტექ­ნოლოგიას. ეს გახ­ლავთ ერთ წიგნად აკინძული ყველა მნიშვნელოვანი დესერტი საოჯახო სუფ­რისთვის. ისიამოვნეთ!

   

« დაწყება წინა919293949596979899100შემდეგიბოლო»