მთავარიდაგროვილი ქულებისიახლეებიჩვენს შესახებკონტაქტი

პიტერ პენი (7-8 წლიდან)

21/12/2013

 

ავტორი: ჯეიმს მეთიუ ბარი
ISBN: 978-9941-15-964-0
გამომცემლობა: ბაკურ სულაკური
გვერდების რაოდენობა: 256
ფორმატი: 14,5X21,5
ყდა: რბილი
ფასი: 7,90
გამოცემის წელი: 2013
ანოტაცია
თუ ფანჯარასთან დაყრილ ფოთლებს შეამჩნევ, ესე იგი, ღამით შენს ოთახში პიტერ პენი იყო – საოცარი ბიჭუნა... ერთხელ ის დარლინგების სახლს ესტუმრა. პატარა ვენდი დარლინგი ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ოდესმე ასეთი უცნაური ბიჭი მიფრინდებოდა მის საწოლთან და ამ ბიჭთან ერთად კუნძულს მოინახულებდა... რომელ კუნძულს? როგორ გაჰყვა? რომელი გზით ან როგორ წავიდნენ? იქ ვინ ნახეს და რა გადახდათ?
ამ ყველაფერს შეიტყობ, თუ პიტერ პენსა და ვენდის
უცნაურ კუნძულზე გაჰყვები.
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ შემოთავაზებული სერია "მოსწავლის ბიბლიოთეკა" 50-ზე მეტ წიგნს აერთიანებს და განკუთვნილია იმ ბავშვებისთვის, რომელთაც უკვე იციან კითხვა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ სხვადასხვა ასაკის ბავშვებს წიგნის შინაარსის, თემატიკისა და სიდიდის მიმართ სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება აქვთ, "მოსწავლის ბიბლიოთეკა" სამ ასაკობრივ კატეგორიად იყოფა:
7-8 წელი - წიგნები მარტივი შინაარსითა და ლექსიკით
9-10 წელი - წიგნები მარტივი შინაარსით და უფრო რთული ლექსიკით
11-12 წელი - რთული ფაბულის მქონე სქელტანიანი წიგნები
მოსწავლის ბიბლიოთეკა დაეხმარება მოსწავლეებს მკითხველებად ჩამოყალიბებაში, მშობლებს – შვილებისათვის ასაკის შესაბამისი ლიტერატურის შერჩევაში, პედაგოგებს კი მოსწავლეთათვის კლასგარეშე საკითხავის ეტაპობრივად მიწოდებაში.

   

ბიძია სევას ამბები (9-10 წლიდან)

17/12/2013

ავტორი: დავით ჯავახიშვილი
ISBN: 978-9941-15-970-1
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაური
გვერდების რაოდენობა: 192
ფორმატი: 14,5X21,5
ყდა: რბილი
ფასი: 6,90
გამოცემის წელი: 2013
ანოტაცია
ბიძია სევას უმცროსი მეგობარი, რვა წლის ცოტნე, სასაცილო და საოცარ ამბებს გვპირდება. არ გეგონოს, რომ ის ან წიგნის სხვა გმირები ავტორმა გამოიგონა. ბიძია სევა მართლა ცხოვრობდა ძველი თბილისის ერთ-ერთ უბანში, თითქმის მთელი ქალაქი იცნობდა და მართლა ისეთი მხიარული იყო, როგორიც ამ წიგნშია. დაუჯერე პატარა ცოტნეს, წაიკითხე მათი მეგობრობის მხიარული ისტორია, გაიცანი ბიძია სევა და არ ინანებ – ისევე გულიანად იცინებ, როგორც ცოტნე, მისი უმცროსი ძმა პაატა და მათი მშობლები იცინოდნენ.
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ შემოთავაზებული სერია "მოსწავლის ბიბლიოთეკა" 50-ზე მეტ წიგნს აერთიანებს და განკუთვნილია იმ ბავშვებისთვის, რომელთაც უკვე იციან კითხვა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ სხვადასხვა ასაკის ბავშვებს წიგნის შინაარსის, თემატიკისა და სიდიდის მიმართ სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება აქვთ, "მოსწავლის ბიბლიოთეკა" სამ ასაკობრივ კატეგორიად იყოფა:
7-8 წელი - წიგნები მარტივი შინაარსითა და ლექსიკით
9-10 წელი - წიგნები მარტივი შინაარსით და უფრო რთული ლექსიკით
11-12 წელი - რთული ფაბულის მქონე სქელტანიანი წიგნები
მოსწავლის ბიბლიოთეკა დაეხმარება მოსწავლეებს მკითხველებად ჩამოყალიბებაში, მშობლებს – შვილებისათვის ასაკის შესაბამისი ლიტერატურის შერჩევაში, პედაგოგებს კი მოსწავლეთათვის კლასგარეშე საკითხავის ეტაპობრივად მიწოდებაში.

   

ტომ სოიერის თავგადასავალი (11-12 წლიდან)

17/12/2013

 

ავტორი: მარკ ტვენი
ISBN: 978-9941-15-976-3
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაური
გვერდების რაოდენობა: 296
ფორმატი: 14,5X21,5
ყდა: რბილი
ფასი: 7.90
გამოცემის წელი: 2013
ანოტაცია
"ტომ სოიერის თავგადასავალი" მარკ ტვენის ყველაზე ცნობილი საბავშვო წიგნია, თუმცა, თავად ავტორი თურმე დიდხანს ყოყმანობდა, ვერ განესაზღვრა, ვისთვის იყო მისი წიგნები – დიდებისთვის თუ ბავშვებისთვის. მწერალმა ბოლოს ასე გადაწყვიტა: უმთავრესად ბიჭებისა და გოგონებისთვის ვწერდი, მაგრამ იმედი მაქვს, უფროსებიც წაიკითხავენ, რადგან ჩემი განზრახვა იყო, მათთვისაც გამეხსენებინა, როგორები იყვნენ ერთ დროს თავად ისინი, რას ფიქრობდნენ ან ამბობდნენ, ან რა უცნაურ ოინებს იგონებდნენ ხოლმეო. ამრიგად, ეს წიგნი თანაბარ სიამოვნებას მიანიჭებს ბავშვებსაც და უფროსებსაც.

   

წერილები პატრიარქს+dvd

09/12/2013

ISBN: 978-9941-0-2417-7

გამომცემლობა: დალენი სტუდია

გვერდების რაოდენობა: 369

ყდა: მაგარი
ფასი: 80.00
გამოცემის წელი: 2013
ანოტაცია
წიგნი-ალბომის "წერილები პატრიარქს" მეორე ნაწილი, რომელიც სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის დაბადების, ბერად აღკვეცისა და აღსაყდრების 36 წლისთავს მიეძღვნა.
პროექტში მონაწილეობენ საქართველოს წმინდა სინოდის წევრები, მღვდელ-მონაზვნები, ექს-პრემიერი და საზოგადო მოღვაწეები.
წიგნ-ალბომში შესულია უწმინდესის მიერ შესრულებული ხატების ასლები, გამოცემას თან ახლავს უწმინდესის ქადაგებანი და გალობანი DVD ვერსია

   

ათწუთიანი ამბები

07/12/2013

 

ISBN: 978-9941-21-287-1

გამომცემლობა: პალიტრა L
გვერდების რაოდენობა: 512
ფორმატი: 17X22,5
ყდა: მაგარი
ფასი: 24.99 GEL
გამოცემის წელი: 2013
ანოტაცია
ეს წიგნი ნამდვილი საგანძურია, რომელიც შედგება 50 მოკლე ამბისგან გმირების, ჯადოქრობისა და თავგადასავლების შესახებ. ამბებს თან ლამაზი ილუსტრაციებიც ერთვის. ბავშვები სიამოვნებით წაიკითხავენ საყვარელი ავტორების: შარლ პეროს, მარკ ტვენის, ძმები გრიმების, ჰანს კრისტიან ანდერსენის, კარლო კოლოდის ნაწარმოებების, ასევე, ბერძნული მითების ადაპტირებულ ტექსტებს და კიდევ ერთხელ შეხვდებიან ონავარ ტომ სოიერს, ფიფქიასა და შვიდ ჯუჯას, შეყვარებულ ქალთევზას, ჭკვიან ჩექმებიან კატასა და ოლიმპოს ღმერთებს. ბავშვებო, თითოეული ამბის წაკითხვას სულ ათი წუთი სჭირდება!

   

« დაწყება წინა919293949596979899100შემდეგიბოლო»