მთავარიდაგროვილი ქულებისიახლეებიჩვენს შესახებკონტაქტი

იმპერიის 8 ნამსხვრევი

28/12/2013

 

 

ავტორი: ლოურენს სკოტ შიითსი
ISBN: 978-9941-15-940-4
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაური
გვერდების რაოდენობა: 372
ფორმატი: 15X22

ყდა: მაგარი

ფასი: 14.00

გამოცემის თარიღი: 2013

ანოტაცია

ამერიკელი ჟურნალისტი, ლოურენს სკოტ შიითსი - "როიტერის" კავკასიური რეგიონული ბიუროს განყოფილების ჟურნალისტი  - წლების განმავლობაში აკვირდებოდა საბჭოთა კავშირის დაშლასა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მიმდინარე პროცესებს. ამზადებდა რეპორტაჟებს აფხაზეთის, ჩეჩნეთის, სომხეთ-აზერბაიჯანის ომებიდან და სხვა ცხელი წერტილებიდან. მისი სიუჟეტები გადიოდა "ბიბისიზე", იბეჭდებოდა ისეთ ცნობილ გაზეთში, როგორიცაა "ნიუ-იორკ თაიმსი", გადაიცემოდა რადიოთი. ამ წიგნში ჟურნალისტის ოცწლიანი მოღვაწეობის შედეგად დაგროვილი დოკუმენტური მასალაა თავმოყრილი. აღწერილია, როგორი თავზადამცემი გამოდგა საბჭოთა იმპერიის ნგრევა მათთვისაც კი, ვინც მის დაშლაზე ოცნებობდა, და როგორ მოჰყვა ამ იმპერიის ნანგრევებში ათასობით, ათი ათასობით უდანაშაულო ადამიანი

   

Be My Guest

25/12/2013

ავტორი: ანა სალდაძე, დავით გიგაური
ISBN: 978-9941-15-879-7
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაური
გვერდების რაოდენობა: 130
ფორმატი: 35x24,5
ყდა: მაგარი
ფასი: 49.00
გამოცემის წელი: 2013
ანოტაცია
Be My Guest is a book of remarkable stories and delicious recipes created by Georgians living abroad, who achieved fame and success in their other careers. It reveals how genuine imaginative talent finds expression in all levels of life - and for Georgians, at the table in particular. Whether a hero of the Napoleonic wars; the founder of the New York City Ballet; a Hollywood muse or New York night-club owner; this book unveils the inner workings of Georgia’s mastery of hospitality - from the richness of the food’s natural ingredients, to their carefully selected dishes, thence the accompanying art of toast-making.

   

საქართველოს ბუნების ატლასი

25/12/2013

ISBN: 978-9941-15-859-9
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაური
გვერდების რაოდენობა: 152
ფორმატი: 22,5X28,5
ყდა: მაგარი სუპერ გარეკანით
ფასი: 24,90
გამოცემის წელი: 2013
ანოტაცია
დედამიწაზე ძნელად თუ მოიძებნება საქართველოსავით პატარა ქვეყანა, რომლის ტერიტორიაზეც ნახავთ ნახევარუდაბნოსაც, ტროპიკულ ტყესაც, ზღვისპირეთსაც და მყინვარებით დაფარულ მწვერვალებსაც. საქართველო მსოფლიოს ბიომრავალფეროვნების 34 ცხელ წერტილს შორისაა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ იგი მცენარეთა და ცხოველთა მრავალფეროვნებითა და ენდემურობით გამოირჩევა. გაინტერესებთ, რომელი მცენარე ხარობს საქართველოში ყველაზე მაღლა ზღვის დონიდან? რითი იკვებება ფასკუნჯი? რომელ ეროვნულ პარკში ამრავლებენ ჩვენში უკვე გადაშენებულ ქურციკს? სად იზრდება ლამაზი უფოთლო და უფესვო მცენარე პირიმზე? რომელია ჩვენში გავრცელებული მწერებიდან ზომით ყველაზე დიდი? რატომ დაარქვეს წითელ შხამას ცადამყვანა? როდის და რატომ გადაშენდა მრავალი ენდემური თევზი პალიასტომის ტბაში? ატლასში ამ და მრავალ სხვა კითხვაზე იპოვით პასუხს. ქართველი მეცნიერების მიერ შედგენილი საინტერესო ტექსტი და ორიგინალური ფოტოები ნებისმიერი ასაკის მკითხველს მიიზიდავს და ჩვენს ქვეყანაში გავრცელებულ მრავალ ცხოველსა და მცენარეს გააცნობს. ატლასში მრალფეროვანი ინფორმაციაა მოცემული როგორც საქართველოს დაცული ტერტორიების, ასევე ზოოლოგიური თუ ბოტანიკური პარკების შესახებ; აქვე გაიგებთ, როგორ იკვლევენ მცენარეებსა და ცხოველებს საქართველოში და რა კეთდება ბუნების დასაცავად. წიგნს დართული აქვს რუკები, მონაცემები დაცული ტერიტორიების შესახებ და საქართველოს "წითელი ნუსხა". წაიკითხეთ, გაიცანით და შეიყვარეთ საქართველოს ბუნება!

   

ჩექმებიანი კატა და სხვა ზღაპრები (7-8 წლიდან)

24/12/2013

ავტორი: ძმები გრიმები
ISBN: 98-9941-15-963-3
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაური
გვერდების რაოდენობა: 168
ფორმატი: 14,5X21,5
ყდა: რბილი
ფასი: 5,90
გამოცემის წელი: 2013
ანოტაცია
ძმები გრიმების მიერ მოთხრობილი გერმანული ხალხური ზღაპრები ყველა ბავშვისთვის ნაცნობი და საყვარელი საკითხავია. შენ ალბათ იცნობ ჩექმებიან კატასა და ბრემენელ მუსიკოსებს, გულად თერძსა და საზრიან გრეტელს; შეიძლება ოქროს თევზისა და ჩიტბატონას ამბავიც გაგიგონია... მაგრამ ის თუ იცი, რა გადახდა თავს შიშის სასწავლად გამგზავრებულ ბიჭს, ან ვინ იყვნენ პირითოვლისა და პირივარდისა?.. ამ კრებულში კიდევ ერთხელ შეხვდები ძმები გრიმების სასაცილო, ჭკვიან, ზარმაცსა თუ მოხერხებულ გმირებს.
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ შემოთავაზებული სერია "მოსწავლის ბიბლიოთეკა" 50-ზე მეტ წიგნს აერთიანებს და განკუთვნილია იმ ბავშვებისთვის, რომელთაც უკვე იციან კითხვა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ სხვადასხვა ასაკის ბავშვებს წიგნის შინაარსის, თემატიკისა და სიდიდის მიმართ სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება აქვთ, "მოსწავლის ბიბლიოთეკა" სამ ასაკობრივ კატეგორიად იყოფა:
7-8 წელი - წიგნები მარტივი შინაარსითა და ლექსიკით
9-10 წელი - წიგნები მარტივი შინაარსით და უფრო რთული ლექსიკით
11-12 წელი - რთული ფაბულის მქონე სქელტანიანი წიგნები
მოსწავლის ბიბლიოთეკა დაეხმარება მოსწავლეებს მკითხველებად ჩამოყალიბებაში, მშობლებს – შვილებისათვის ასაკის შესაბამისი ლიტერატურის შერჩევაში, პედაგოგებს კი მოსწავლეთათვის კლასგარეშე საკითხავის ეტაპობრივად მიწოდებაში.

   

ნარგიზა (მუსიკალური დრამა ორ მოქმედებად)

21/12/2013

ავტორი: გელა ჩარკვიანი
ISBN: 978-9941-445-40-8
გამომცემლობა: არტანუჯი
გვერდების რაოდენობა: 75
ყდა: რბილი
ფასი: 10.00
გამოცემის წელი: 2013
ანოტაცია
„ნარგიზა“ 1974 წლის გაზაფხულზე შეიქმნა, შეიძლება ითქვას, ნიძლავზე ან კიდევ თავდაჯერებული, ავანტიურული შეპირების გამო.
1973 წლის შემოდგომაზე მე და ოთარ წერეთელი რევაზ ლაღიძის ოპერას, „ლელას“ პრემიერას ვესწრებოდით, ანტრაქტის დროს ფოიეში კომპოზიტორის ქალიშვილი ლელა ლაღიძე და მისი მეგობარი ნარგიზა გარდაფხაძე შემოგვხვდნენ. ნარგიზა მოწყენილი ჩანდა. შევეკითხე: „რა იყო, ნარგიზ, პირისახე იმიტომ ხომ არ ჩამოგტირის, მამაშენმა ოპერა რომ არ მოგიძღვნა?“ (კარლო გარდაფხაძე საქართველოში მაშინ არსებულ ერთადერთ ტელევიზიას ხელმძღვანელობდა) და დავძინე: „შემიძლია დაგენიძლავო, რომ ერთ თვეში ოთარი და მე ოპერას დაგიწერთ და, ბუნებრივია, „ნარგიზას“ დავარქმევთ.

„ნარგიზა“ საკონცერტო შესრულებით პირველად საზოგადოებას 1974 წლის პირველ მარტს წარვუდგინეთ. მეორედ კვლავ ჩემს დაბადების დღეს, 1976 წლის პირველ მარტს შესრულდა. ამ დროისთვის სიუჟეტმა მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა.

2006 წელს ჩემთვის სრულიად მოულოდნელად შესაძლებელი გახდა „ნარგიზას“, ვიტყოდი, კამერული ვარიანტის კომპაქტურ დისკზე ჩაწერა. ამის მეტი მუსიკალურ დრამა „ნარგიზას“ ბიოგრაფიაში , დღევანდელ, ანუ გამომცემლობა „არტანუჯის“ მიერ მის წიგნად გამოცემის დღემდე მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა.“

(გელა ჩარკვიანის წინასიტყვაობიდან).

წიგნს ერთვის ფოტოები გელა ჩარკვიანის პირადი არქივიდან და კომპაქტური დისკი.

მუსიკა: გელა ჩარკვიანი
სიმღერების ტექსტები: გელა ჩარკვიანი, ოთარ წერეთელი
ვოკალი: რუსუდან ბოლქვაძე, დავით სულაქველიძე, გელა ჩარკვიანი, თეონა ჩარკვიანი

   

« დაწყება წინა919293949596979899100შემდეგიბოლო»