მთავარიდაგროვილი ქულებისიახლეებიჩვენს შესახებკონტაქტი

შვლის ნუკრის ნაამბობი

14/01/2014

ავტორი: ვაჟა ფშაველა

ISBN: 978-9941-15-935-0

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაური

გვერდების რაოდენობა: 32

ყდა: ბალიშა

ფორმატი: 18.5X2.5

ფასი: 14.90

გამოცემის წელი: 2014

ანოტაცია

ვაჟა-ფშაველას ეს მშვენიერი მოთხრობა გადმოცემულია ბავშვებისთვის გასაგები ენით და გაფორმებულია ფერადოვანი ილუსტრაციებით. წაუკითხეთ თქვენს პატარას ამ სერიით გამოცემული ყველა დროის საუკეთესო საბავშვო ნაწარმოებები და ადრეული ასაკიდანვე აზიარეთ ქართული მოთხრობის ღრმა და საინტერესო სამყაროს.

   

ვინი ფუუჰი

10/01/2014

ავტორი: ა. ა. მილნი
ISBN: 978-9941-11-285-0
გამომცემლობა: დიოგენე
გვერდების რაოდენობა: 336
ყდა: მაგარი
ფასი: 29,90
გამოცემის წელი: 2013
ანოტაცია
”ვინი ფუუჰი” საქვეყნოდ ცნობილი წიგნია. ეს წიგნი პირველად 1926 წელს გამოვიდა და გამოსვლისთანავე მოიპოვა ბავშვებისა და მათი მშობლების სიყვარული. წიგნის გამოცემიდან თითქმის 50 წლის შემდეგ ერნესტ შეპარდმა გააფერადა პირვანდელი შავ-თეთრი ნახატები, რათა ისინი კიდევ უფრო მიმზიდველი გაეხადა ბავშვებისათვის.
ძველი თარგმანისაგან განსხვავებით, რომელიც წიგნის არასრული რუსული ვარიანტიდან იყო შესრულებული, ახალი გამოცემა ორიგინალის ენიდან ითარგმნა და ”ვინი ფუუჰის” ორივე წიგნის სრულ ტექსტს შეიცავს.

   

დაუსრულებელი ამბავი

10/01/2014

 

ავტორი: მიხაელ ენდე
ISBN: 978-9941-11-396-3
გამომცემლობა: დიოგენე
გვერდების რაოდენობა: 538
ყდა: მაგარი
ფასი: 25.00
გამოცემის წელი: 2013
ანოტაცია
საბავშვო ლიტერატურის კლასიკოსის, მიხაელ ენდეს (1929-1995) „დაუსრულებელი ამბავი“ მწერლის ყველაზე ცნობილი წიგნია. ფენტეზის ჟანრის ეს შედევრი უამრავ ენაზეა ნათარგმნი. მასში აღწერილი საოცარი სამყარო უკვე ათწლეულებია, ბავშვებსა და უფროსებს ერთნაირად აღელვებს.

 

   

პიტერ პენი და ვენდი

08/01/2014

ავტორი: ჯეიმზ მეთიუ ბარი

ISBN: 978-99940-34-92-5

გამომცემლობა: გია ქარჩხაძე

გვერდების რაოდენობა: 208

ფორმატი: 19.5 X23.5

ყდა: მაგარი

ფასი: 19,90

გამოცემის წელი: 2013

ანოტაცია

მეთიუ ბარის უკვდავი ნაწარმოები "პიტერ პენი", პირველად 1904 წელს დაიდგა სცენაზე და მაშინვე ისე გაიტაცა დიდებიცა და პატარებიც, რომ ავტორმა პიესა რომანად გადააკეთა და 1911 წელს ხელახლა გამოსცა. გთავაზობთ პირველად ქართულ ენაზე სრულ, არაადაპტირებულ გამოცემას, რომესაც თან ერთვის  რობერტ ინგპენის ილუსტრაციები.

   

ლურჯი სუფრის მოცეკვავე

08/01/2014

ავტორი: ნატო დავითაშვილი

ISBN: 978-99940-34-99-4

გამომცემლობა: გია ქარჩხაძე

გვერდების რაოდენობა: 414

ფორმატი: 14.5X20.5 სმ

ყდა: მაგარი

ფასი: 14,90

გამოცემის წელი: 2013

ანოტაცია

რა ხდება სამყაროში, სადაც დედოფალი საკუთარი ნებით ლტოლვილი ხდება, სადაც ზღვის ენაზე მოლაპარაკე ხალხს მიწაზე ცხოვრების უფლება არ აქვს, ხოლო დრაკონთა ბრწყინვალე მოდგმას გადაშენება ემუქრება? თვით სტიქიონებიც კი – ძლევამოსილი ნუმიელები – განზე გამდგარან. სამყარო შესაკავშირებელია, ნიშანი დათქმულია – მოვა ის, ვინც წყალში ცეცხლს დაანთებს. მაგრამ ვინ ამოიცნობს მას? მიენდე ამ წიგნის გვერდებს, რომლებიც ხან რომელ მხარეში გადაგისვრიან და ხან – რომელში. იმოგზაურე დრაკონის ზურგზე ამხედრებულმა, დაესწარი გასაოცარ ომს ფიგნებთან, რომლებიც განსაკუთრებული საკვების გარეშე გამჭვირვალეები, ხანაც კი სრულიად უხილავნი ხდებიან. ეს თვალუწვდენელი სამყაროა, აქ წესრიგია აღსადგენი და ის შენ გელოდება უცნობ ადგილებთან და ნაცნობ გმირებთან ერთად.

   

« დაწყება წინა919293949596979899100შემდეგიბოლო»