მთავარიდაგროვილი ქულებისიახლეებიჩვენს შესახებკონტაქტი

ნადირობა მელაზე

14/01/2014

ავტორი: სვენ ნურდკვისტი

ISBN: 978-9941-15--865-0

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაური

გვერდების რაოდენობა: 28

ყდა: მაგარი

ფორმატი: 22X30

ფასი: 11.90

გამოცემის წელი: 2013

ანოტაცია

ერთი ჩვეულებრივი შვედური სოფლის ჩვეულებრივ სახლში უჩვეულო, უცნაური ბერიკაცი ცხოვრობს, სახელად პეტსონი. პეტსონს ქვეყნად არავინ ჰყავს, უფრო სწორად, არავინ ჰყავს რამდენიმე ქათმისა და კატის გარდა. კატა, სახელად ფინდუსი, პატრონზე უფრო უცნაურია – ის, არც მეტი, არც ნაკლები, ლაპარაკობს, უფრო მეტიც, როცა საჭიროა, უცნაურ და ახირებულ პეტსონს ჭკვიანურ რჩევებსაც აძლევს, მაგალითად, როგორ მოიშორონ მელა, რომელიც სოფელს შემოსჩვევია და პეტსონის ქათმებს შეჭმით ემუქრება. თანამედროვე შვედი საბავშვო მწერალი და ილუსტრატორი, სვენ ნურდკვისტი, არაერთი ლიტერატურული პრემიის ლაურეატია, თუმცა, განსაკუთრებული აღიარება მას სწორედ "პეტსონისა და ფინდუსის" სერიამ მოუტანა. უცნაური ბერიკაცისა და მისი ჭკვიანი კატის მხიარული თავგადასავლები 8 წიგნს აერთიანებს და მთელ მსოფლიოში ძალიან პოპულარულია. სასაცილო ამბებთან ერთად, ბავშვებს ძალიან მოსწონთ მისი სახალისო და ფერადი ილუსტრაციები, რომლებიც ასევე სვენ ნურდკვისტს ეკუთვნის.

   

მაჭკატების ტორტი

14/01/2014

ავტორი: სვენ ნურდკვისტი

ISBN: 978-9941-15-866-7

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაური

გვერდების რაოდენობა: 28

ყდა: მაგარი

ფორმატი: 21.5X30

ფასი: 11.90

გამოცემის წელი: 2013

ანოტაცია

ერთი ჩვეულებრივი შვედური სოფლის ჩვეულებრივ სახლში უჩვეულო, უცნაური ბერიკაცი ცხოვრობს, სახელად პეტსონი. პეტსონს ქვეყნად არავინ ჰყავს, უფრო სწორად, არავინ ჰყავს რამდენიმე ქათმისა და კატის გარდა. კატა, სახელად ფინდუსი, პატრონზე უფრო უცნაურია – ის, არც მეტი, არც ნაკლები, ლაპარაკობს, უფრო მეტიც, როცა საჭიროა, უცნაურ და ახირებულ პეტსონს ჭკვიანურ რჩევებსაც აძლევს. ფინდუსი იმდენად ჭკვიანია, რომ წელიწადში ზუსტად სამჯერ აქვს დაბადების დღე. დაბადების დღე კი ტორტის გარეშე ვის გაუგია?! ჰოდა, მადლიერი პეტსონი თავს არ იზოგავს, რომ ერთგულ მეგობარს ასიამოვნოს, ოღონდ ამას ერთობ უცნაურად აკეთებს. თანამედროვე შვედი საბავშვო მწერალი და ილუსტრატორი, სვენ ნურდკვისტი, არაერთი ლიტერატურული პრემიის ლაურეატია, თუმცა, განსაკუთრებული აღიარება მას სწორედ "პეტსონისა და ფინდუსის" სერიამ მოუტანა. უცნაური ბერიკაცისა და მისი ჭკვიანი კატის მხიარული თავგადასავლები 8 წიგნს აერთიანებს და მთელ მსოფლიოში ძალიან პოპულარულია. სასაცილო ამბებთან ერთად, ბავშვებს ძალიან მოსწონთ მისი სახალისო და ფერადი ილუსტრაციები, რომლებიც ასევე სვენ ნურდკვისტს ეკუთვნის.

   

რობინ ჰუდი

14/01/2014

ISBN: 978-9941-15-889-6

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაური

გვერდების რაოდენობა: 94

ყდა: მაგარი

ფორმატი: 23,5X27

ფასი: 16.90

გამოცემის წელი: 2014

ანოტაცი

ახლებურად მოთხრობილ ამ ლეგენდარულ ისტორიაში გავიცნობთ კაცს, რომელიც სათავეში უდგება კანონგარეშედ გამოცხადებულ ადამიანებს, რათა ინგლისში გამეფებულ საყოველთაო უსამართლობას შეებრძოლოს. ამ კაცს კანონის დარღვევაც უხდება და უზნეობასთან ბრძოლაში ხიფათთან შეჯახებაც. იგი დარაჯად უდგას ჩაგრულთა უფლებებს და იცავს ქალს, რომელიც უყვარს. ეს კაცი რობინ ჰუდია.

   

ფერადი ანბანი

14/01/2014

ISBN: 978-9941-15-909-1

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაური

გვერდების რაოდენობა: 32

ყდა: ბალიშა

ფორმატი: 13X16

ფასი: 19.90

გამოცემის წელი: 2014

ანოტაცია

ქართული ანბანის ფერადი წიგნი პატარების ყურადღებას ნამდვილად დაიმსახურებს. აქ ლამაზი ფოტოებია, რომლებზე მიწერილ დასახელებებშიც ამ გვერდზე გამოტანილი ასო-ბგერაა გამოყოფილი. ფერადად აღნიშნული ასოები თქვენს პატარას ანბანის ადვილად დამახსოვრებასა და მომავლში ასოების ცნობაში დაეხმარება. ამიტომაც "ფერადი ანბანი" შეიძლება თქვენი პატარას ყველაზე საყვარელ წიგნად იქცესანოტაცია

   

ფერადი რიცხვები

14/01/2014

ISBN: 978-9941-15-900-8

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაური

ყდა: ბალიშა

ფორმატი: 13X16

ფასი: 9.90

გამოცემის წელი: 2014

ანოტაცია

ფერადი წიგნი ერთიდან ოცამდე რიცხვებზე და მარტივი სავარჯიშოები პატარების ყურადღებას ნამდვილად დაიმსახურებს. სახალისო ფოტოები თქვენს პატარას რიცხვების ადვილად დამახსოვრებასა და მათემატიკური მოქმედებების შესრულებაში დაეხმარება: დათვლის, შესრულებაში დაეხმარება: დათვლის, შეადარებს, მიუმატებს, ნაწილსა და მთელს გამყოფს. სწორედ ამიტომ "ფერადი რიცხვები" შეიძლება თქვენი პატარას ყველაზე საყვარელ წიგნად იქცეს.

   

« დაწყება წინა919293949596979899100შემდეგიბოლო»