მთავარიდაგროვილი ქულებისიახლეებიჩვენს შესახებკონტაქტი

ქართული ლექსიკონი

05/02/2014

ავტორი: გ. ცოცანიძე, ნ. ლოლაძე, ქ. დათუკიშვილი
ISBN: 978-9941-15-854-4
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაური
გვერდების რაოდენობა: 928
ყდა: რბილი
ფორმატი: 17X24

ფასი: 25.90

გამოცემის წელი: 2014

ანოტაცია

"ქართული ლექსიკონი" პირველი ქართული ილუსტრირებული სასწავლო განმარტებითი ლექსიკონია და მოიცავს თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის აქტიურ სიტყვიერ მარაგს. მასში ასახულია უკანასკნელ ათწლეულებში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური მოვლენების შედეგად გაჩენილი ნეოლოგიზმებიც.
ლექსიკონი სასწავლო დანიშნულებისაა, ამიტომ მასში ზოგიერთ სალექსიკონო ერთეულთან მითითებულია პარონიმი და ყველაზე გავრცელებული ორთოგრაფიული შეცდომები. სახელები მოცემულია სახელობითი ბრუნვის, ხოლო ზმნები - საწყისის ფორმით.
ლექსიკონს ახლავს დანართები: ზმნის პირიანი ფორმების საძიებელი, გეოგრაფიული სახელების საძიებელი და რიცხვითი სახელების საძიებელი.
"ქართულ ლექსიკონში" შესულია:
25 ათასზე მეტი სალექსიკონო ერთეული
29 ათასამდე ზმნური ფორმა
9 ათასამდე ნაწარმოები სიტყვა და ფრაზა.

   

ასინქრონი

05/02/2014

ავტორი: ეკატერინე ტოგონიძე

ISBN: 978-9941-23-045-5

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაური

გვერდების რაოდენობა: 160

ყდა: რბილი

ფორმატი: 13X19.5

ფასი: 7.90

გამოცემის წელი: 2014

ანოტაცია

ეკატერინე ტოგონიძე, ჟურნალისტი, დაიბადა 1981 წლის 16 მარტს. მისი ნაწარმოებები იბეჭდება 2011 წლი­დან. მიღებული აქვს სხვადასხვა ლიტერატურული ჯილდო: „ერთი მოთხრობის კონკურსი" (2011 წ); „თხუთმეტი საუ­კეთესო ქართული მოთხრობის" პრემია (2012 წ), პრემია „საბა" (2012 წ).

2013 წელს გერმანულენოვან ანთოლოგიაში "Techno Der­ Jaguar" შევიდა მცირე რომანი „ს-ხ-ვ-ა გ-ზ-ა"; ეს რომანი  შეირჩა ავსტრიაში „ვენური კაფეების დღეებზე" საკით­ხავად; ამავე რომანის მიხედვით შექმნილმა პრო­ექტმა გაიმარჯვა საქართველოს კინოცენტრის „სცე­ნარების განვითარების კონკურსში". ეკატერინე ტოგონიძე იყო ლაიპციგის წიგნის ბაზრობის ოფიციალური ­­სტუ­მარი და „ბერლინის ლიტერატურული კოლოკვიუმის" სტიპენდიანტი.

რომანში მოთხრობილი ამბავი განსაკუთრებული შემთხვევაა – თემა, ­რომელ­ზეც­ ნაკლებად საუბრობენ. მთავარი გმირების პროტოტიპები რეალური ადამი­­ან­ე­ბი, ამერიკელი დები არიან, თუმცა მოვლენები ქართულ გარემოში ვითარდება, შეუწყნარებელ საზოგადოებაში, სადაც უჭირთ განსხვავებულის მიღება, სადაც პირადი ტრაგედია შესაძლოა სასტიკ საცირკო სანახაობად იქცეს.

მკითხველიც გმირებთან ერთად განიცდის შიშს, სიყვარულს, მიჰყვება გაორებულ ფიქრებს – მუდმივ არჩევანს გონებასა და გულისთქმას, სიცოცხლესა თუ სიკვდილს შორის. წარსულის ერთი შეხედვით უკვალოდ ჩავლილი შეცდომები ზოგჯერ მოულოდნელად გვიბრუნდება - წინასწარ არავინ იცის, რომელ ნაპირზე გაგვრიყავს ჩვენს ცხოვრებაში მოვარდნილი წყალდიდობა. მარტოობა, ყველაზე მჭიდრო თანაარსებობის პირობებშიც კი, გმირების გარდაუვალი რეალობა და სასჯელია.

   

მორიდებული ზურმუხტი

14/01/2014

ავტორი: აკა მორჩილაძე

ISBN: 978-9941-15-946-6

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაური

გვერდების რაოდენობა: 360

ყდა: რბილი

ფორმატი: 15.5X23

ფასი: 14.90

გამოცემის წელი: 2013

ანოტაცია

აკა მორჩილაძის ახალ რომანში თბილისს ფოთი ჰქვია, ფოთს კი – თბილისი. იმპერატორის საგანგებო ბრძანებით გადაურქმევიათ სახელები ქალაქებისთვის და ამაში მეტად ჩახლართული აზრი ჩაუდიათ. რომანშიც ყველაფერი ასეა ჩახლართული. გასაოცარი ამბავი დიდი ამბოხებისა, რომელიც თითქმის მთელ საქართველოს მოიცავს – თბილისსაც, ფოთსაც, ქუთაისსაც და დაუსახლებელ ტყეებსაც, ერთი მხრივ, სრულიად დაუჯერებელია, თუმცა, იმდენად დამაჯერებლადაა მოთხრობილი, რომ მის ნამდვილობაში მკითხველს ეჭვი ერთი წამითაც არ ეპარება. წიგნს არაფერი აქვს საერთო რეალობასთან, მის პერსონაჟებს არ იცნობს საქართველოს ისტორია, თუმცა კითხვისას მყარია შთაბეჭდილება – "ისტორიულ რომანს ვკითხულობ". ასევე მყარია შთაბეჭდილება – "ეს პასაჟი მეცნობა". საიდან? ამის გაგებაში მკითხველს ბოლო გვერდზე მოცემული გამოყენებული ლიტერატურა დაეხმარება.

   

პრეზიდენტი სტუმრად მოვიდა

14/01/2014

ავტორი: ლაშა ბუღაძე

ISBN: 978-9941-23-023-3

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაური

გვერდების რაოდენობა: 144

ყდა: რბილი

ფორმატი: 13X19.5

ფასი: 5.90

გამოცემის წელი: 2013

ანოტაცია

ბუღაძის „პრეზიდენტი სტუმრად მოვიდა“ პირველი ქართული თანამედროვე პიესაა, რომელიც ლონდონის თეატრ „როიალ ქორთში“ დაიდგა. ეს აბსურდული, სატირული კომედია შავი იუმორითაა გაჯერებული და სიმხდალისა და ძალაუფლების შესახებ მოგვითხრობს“.

   

lucrecia515

14/01/2014

ავტორი: ლაშა ბუღაძე

ISBN: 978-9941-15-939-8

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაური

გვერდების რაოდენობა: 246

ყდა: რბილი

ფორმატი: 13X19.5

ფასი: 7.90

გამოცემის წელი: 2013

ანოტაცია

როგორ მოიქცეოდა მადამ ბოვარი, სკაიპი რომ ჰქონოდა? როგორ იძიებდა შურს მედეა იასონზე, ფეისბუქის მომხმარებელი რომ ყოფილიყო? მიუსწრებდა თუ არა რომეო ჯულიეტას, წერილი ელექტრონული ფოსტით რომ მიეღო? შეძლებდა თუ არა სანდრო პირადი სივრცის დაც ვას უცხო სხეულებისგან, ინტერნეტი რომ არ ჰქო ნოდა? მკითხველს, რომანის პერსონაჟების მსგავსად, სანდროს პირადი ფოსტის გატეხვა მოუწევს, და თუკი იქ შესვლას მოახერხებს, იმას იპოვის, რაც წიგნში არ წერია. ლაშა ბუღაძის თანამედროვე დონ ჟუანის ტრაგიკომედიაა.

   

« დაწყება წინა919293949596979899100შემდეგიბოლო»