მთავარიდაგროვილი ქულებისიახლეებიჩვენს შესახებკონტაქტი

მაინტერესებს, რა?

08/02/2014

ISBN: 978-9941-21-323-6
გამომცემლობა: პალიტრა L
გვერდების რაოდენობა: 10
ყდა: მაგარი
ფორმატი: 15X28.5
ფასი: 10.99
გამოცემის წელი: 2014
ანოტაცია:
ეს პატარა წიგნი მოძრავი ნახატებითა და მოულოდნელობებით არის სავსე. პატარებს ის ძალიან მოეწონებათ. ყოველ გვერდზე სამი მოძრავი დაფაა, თითოეული დაფის ქვეშ კი, სიურპრიზია!

   

ფიფქია და შვიდი ჯუჯა

08/02/2014

ავტორი: ჯულია სილი
ISBN: 978-9941-21-292-5
გამომცემლობა: პალიტრა L
გვერდების რაოდენობა: 12
ყდა: მაგარი
ფორმატი: 24.5X24.5
ფასი: 14.99
გამოცემის წელი: 2014
ანოტაცია
უმშვენიერესი ილუსტრაციებითა და გასაშლელი ნახატებით დამშვენებული ეს ცნობილი და საყვარელი ზღაპარი ძალიან გაახარებს პატარებს.

   

სანჩოს გასეირნება

07/02/2014

ავტორი: ჰ. თანერი
ISBN: 978-9941-15-800-1
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაური
გვერდების რაოდენობა: 270
ყდა: რბილი
ფორმატი: 14,5X21.5
ფასი: 7,90
გამოცემის წელი: 2014
ანოტაცია
ცნობილი თურქი მწერალი ჰალდუნ თანერი (1916-1986 წწ) თავდგირიძეთა არისტოკრატულ ოჯახში დაიბადა და გაიზარდა, შესაფერი განათლებაც მიიღო - ფართო დიაპაზონის, დიდი განათლების მქონე მწერალი, რეჟისორი, ჟურნალისტი, ევროპული ლიტერატურის მკვლევარი - ასე იცნობს მას მკითხველი.
ითვლება, რომ ჰალდუნ თანერი იუმორისტი მწერალია, მაგრამ მკვლევართა ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ "მის ნოველებში სევდა სჭარბობს სიცილს“. თუმცა, დავამატებდით - სიცილს კი არა - ღიმილს, ადამიანებისადმი დიდი სიყვარულით ნასაზრდოებ თანაგრძნობის ღიმილს. დიახ, თანერი არასოდეს იცინის. იგი სევდიანი ღიმილით გვესაუბრება ღრმად ფილოსოფიურ საკითხებზეც კი. ღიად, პირდაპირ არ ამბობს სათქმელს. მის ნოველებში მთავარია ის ბევრისდამტევი ქვეტექსტი, რომელსაც მწერალი ძუნწი, მაგრამ ზუსტი ფსიქოლოგიური დეტალებით ქმნის.
ჰალდუნ თანერის ნოველების კრებული ქართულ ენაზე მეორედ გამოდის. ის ახალი თარგმანებითაა შევსებული.

   

პრინცესა სარკისინა

07/02/2014

ავტორი: ჯ. დონალდსონი
ISBN: 978-9941-15-917-6
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაური
გვერდების რაოდენობა: 390
ყდა: რბილი
ფორმატი: 13X19.5
ფასი: 12,90
გამოცემის წელი: 2014
ანოტაცია
- რაო პრინცესა ხარ?
- პრინცესა სარკისანა. წესით, რევერანსით უნდა მომესალმო, მაგრამ ჩემი მეგობარი ხარ და არ დაგაძალებ.
ანა მორცხვი და ზრდილობიანი გოგონაა. მისი ანარეკლი კი ... თუმცა, ვინ თქვა, რომ სარკისანა მხოლოდ ანარეკლია? ამ წიგნში ცელქი პრინცესა სარკისანასა და ანას მეგობრების შესახებ წაიკითხავთ და მათთან ერთად გაეხვევით უცნაურ თავგადასავლებში.
თვრამეტი მხიარული, სასაცილო ამბავი თანამედროვეობის ყველაზე ცნობილი და საყვარელი საბავშვო ავტორისაგან.

   

ბიუროკრატია

07/02/2014

ავტორი: ლუდვიგ ფონ მიზესი
ISBN: 978-9941-23-022-6
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაური
გვერდების რაოდენობა: 184
ყდა: რბილი
ფორმატი: 14,5X21.5
ფასი: 7,90
გამოცემის წელი: 2014
ანოტაცია
"ბიუროკრატია" ეკონომიკის ავსტრიული სკოლის ლიდერისა და კლასიკური ლიბერალიზმის წარმომადგენლის, ლუდვიგ ფონ მიზესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაშრომია. ავტორის მიზანია, გვიჩვენოს, რომ ბიუროკრატიის ნეგატიური ასპექტები კორუფციის ან ცუდი პოლიტიკის შედეგი კი არ არის, როგორც საზოგადოება ფიქრობს, არამედ იმ ამოცანებისა, რომლებიც ბიუროკრატიულ სტრუქტურებს აქვთ გადასაჭრელი. იგი განიხილავს ეკონომისკის შესაძლებლობებს კერძო და ცენტრალიზებული ანუ კაპიტალისტური და სოციალისტური მართვის პირობებში.
წიგნი პირველად 1944 წელს იელის უნივერსიტეტმა გამოსცა და მას შემდეგ აქტუალურობა არ დაუკარგავს სპეციალისტთა და ამ საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა შორის.

   

« დაწყება წინა919293949596979899100შემდეგიბოლო»