მთავარიდაგროვილი ქულებისიახლეებიჩვენს შესახებკონტაქტი

ჩემი პირველი თეატრი

08/02/2014

ავტორი: კოტე იანტბელიძე
ISBN: 978-9941-21-244-4
გამომცემლობა: პალიტრა L
გვერდების რაოდენობა: 30
ყდა: მაგარი
ფორმატი: 32X38
ფასი: 34.99 ლარი
გამოცემის წელი: 2014
ანოტაცია
წარმოგიდგენთ გასაოცარ წიგნს ─ ზღაპრულ თეატრს ნამდვილი სცენითა და უჩვეულო განათებით, მოძრავი პერსონაჟით, ზღაპრებით, აფიშებითა და ბილეთებით. ეს წიგნი ძვირფასი საჩუქარია ყველა ბავშვისთვის. ზაფხულის თბილ საღამოს, ან ზამთრის თოვლიან დილას, აფიშები გააკარი, მოიწვიე მეგობრები, ოჯახის წევრები, გახსენი ჯადოსნური თეატრის ყუთი, ასწიე ფარდა შენვე განასახიერე შენი საყვარელი ზღაპრების გმირები. მოემზადეთ, წარმოდგენა იწყება!

   

კაცია-ადამიანი?!

08/02/2014

ავტორი: ილია ჭავჭავაძე
ISBN: 978-9941-21-210-9
გამომცემლობა: პალიტრა L
გვერდების რაოდენობა: 34
ყდა: მაგარი
ფორმატი: 25.5X35
ფასი: 28.99
გამოცემის წელი: 2014
ანოტაცია
წარმოგიდგენთ ილია ჭავჭავაძის «კაცია─ადამიანის?!» სრულიად განსხვავებულ გამოცემას მოძრავი ჩანართებითურთ. წიგნს დართული აქვს უნიკალური ფოტო და დოკუმენტური მასალა, გაფორმებულია ილუსტრაციებითა და კომიქსებით. ნაწარმოების პერსონაჟებთან ერთად მკითხველი გაეცნობა XIX საუკუნის საქართველოს ყოფას. დიდი მწერალი კიცხავს მცონარობას, უწიგნურობას, რომელიც ქვეყნის და ერის დაცემის საფუძველია. «ზოგი გულისტკივილს იმითი იჩენს, რომ მოყვარეს ცუდსაც უქებს, და ზოგი კი იმითი, რომ ცუდს უწუნებს. ამ ორგვარ ხალხში რომელს უფრო მეტი და ჭეშმარიტი გულისტკივილი და სიყვარული აქვს ─ ეს თითონ მკითხველმა გამოიცნოს.»

   

შარლ პეროს ზღაპრები

08/02/2014

ავტორი: შარლ პერო
ISBN: 978-9941-21-296-3
გამომცემლობა: პალიტრა L
გვერდების რაოდენობა: 100
ყდა: ბალიშა
ფორმატი: 23X28
ფასი: 14.99
გამოცემის წელი: 2014
ანოტაცია
ორიგინალური ილუსტრაციებით გაფორმებულ წიგნში გაეცნობით ფრანგი მეზღაპრის, შარლ პეროს, ზღაპრებს. მე─17 საუკუნეში შექმნილი ზღაპრული ამბები დღემდე ყველა ბავშვის საყვარელი საკითხავია. კეთილი გმირების საოცარ, საშიშ და სახიფათო თავგადასავალს, რომელიც ყოველთვის სიკეთით სრულდება, პატარა მკითხველი დიდი ინტერესით ეცნობა და მათთან ერთად მოგზაურობს ზღაპრულ სამყაროში. ფერიები, კეთილი თუ ბოროტი ჯადოქრები, პრინცები და პრინცესები, მეფე─დედოფლები და ონავარი გოგო─ბიჭები პატარებს ილუსტრირებული წიგნის ფურცლებზე მეგზურობას გაუწევენ, სახალისო და საინტერესო ამბებით დახუნძლავენ. ასე რომ, ამოარჩიეთ საყვარელი ზღაპარი, დაიწყეთ კითხვა და თქვენ წინ ფერადი, ზღაპრული სამყარო გადაიშლება. კრებულში შესულია როგორც დღემდე ყველასთვის საყვარელი, ისე ნაკლებად ცნობილი ზღაპრები, რომელთა გმირებსაც ბავშვები ისევე შეიყვარებენ, როგორც წითელქუდას, კონკიას, ჩექმებიან კატას და სხვა პერსონაჟებს.

   

ელისი საოცრებათა ქვეყანაში

08/02/2014

ავტორი: ლუის კეროლი
ISBN: 978-9941-21-211-6
გამომცემლობა: პალიტრა L
გვერდების რაოდენობა: 26
ყდა: ბალიშა
ფორმატი: 25.5X29
ფასი: 24.99
გამოცემის წელი: 2014
ანოტაცია
«სანკვირველება, სანკვირველება!─წამოიძახა ელისმა.» ჩაძვერი კურდღლის სოროში ელისთან ერთად და გახდი საოცრებათა ქვეყანაში მისი თავგადასავლის მონაწილე. აქ კურდღლები ლაპარაკობენ, კარტები დასეირნობენ და კატები უკვალოდ უჩინარდებიან. ასეთ საოცარ ქვეყანას სხვაგან ვერსად ნახავ, ვერც ასეთ საოცარ ნამცხვრებს შეჭამ სადმე. მაშ, გადაშალე წიგნი და ჩაიძირე ოცნებების სამყაროში!

   

მაინტერესებს, რატომ?

08/02/2014

ISBN: 978-9941-21-323-6
გამომცემლობა: პალიტრა L
გვერდების რაოდენობა : 10
ყდა: მაგარი
ფორმატი: 15X28.5
ფასი: 10.99
გამოცემის წელი: 2014
ანოტაცია
ეს პატარა წიგნი მოძრავი ნახატებითა და მოულოდნელობებით არის სავსე. პატარებს ის ძალიან მოეწონებათ. ყოველ გვერდზე სამი მოძრავი დაფაა, თითოეული დაფის ქვეშ კი, სიურპრიზია!

   

« დაწყება წინა919293949596979899100შემდეგიბოლო»