ბილი მილიგანის მრავალი გონება
20/06/2017
ავტორი: დენიელ კიზი
ISBN: 9789941467615
გამომცემლობა: წიგნები ბათუმში
გვერდების რაოდენობა: 534
ყდა: რბილი
ფასი: 19.90
გამოცემის წელი: 2015
ანოტაცია
ბილი მილიგანს შეუძლია ნებისმიერი ვინმე იყოს, გარდა საკუთარი თავისა. საკუთარ ქცევაზე კონტროლდაკარგულ ბილი მილიგანს ოცდაოთხი ცალკეული პიროვნება ტანჯავდა, რომლებიც მის სხეულზე ბატონობისთვის იბრძოდნენ. ბრძოლამ კულმინაციას 1977 წლის მიწურულს მიაღწია - ბილიმ ციხეში გაიღვიძა, სადაც სამი ქალის გატაცებისა და გაუპატიურებისთვის ჩასვეს. გადამწყვეტ სასამართლო პროცესზე მილი მრავლობითი პიროვნების აშლილობით გამოწვეული შეურაცხადობის მიზეზით უდანაშაულოდ ცნეს. ეს ისტორიაში პირველი ამგვარი სასამართლო განაჩენი იყო.
ასეული 21-ე დღე
20/06/2017
ავტორი: კეს მორგანი
ISBN: 9789941247156
გამომცემლობა: პალიტრა ლ
გვერდების რაოდენობა: 405
ყდა: რბილი
ფასი: 11.99
გამოცემის წელი: 2017
ანოტაცია
დედამიწაზე დამნაშავე მოზარდების ასეული მარტო არ არის... უელსი ცდილობს, გუნდის ერთიანობა შეინარჩუნოს ...კლარკი სხვა კოლონისტებს ეძებს...ბელამის უპირველესი მიზანი კი დის გადარჩენაა და სულერთია, ეს რის ფასად დაუჯდება...
აკვარიუმი
20/06/2017
ავტორი: ვიკტორ სუვოროვი
ISBN: 9789941247040
გამომცემლობა: პალიტრა ლ
გვერდების რაოდენობა: 405
ყდა: რბილი
ფასი: 11.99
გამოცემის წელი: 2017
ანოტაცია
"აკვარიუმი" არის ამბავი ადამიანისა, რომელმაც ამ ჯოჯოხეთური და არაადამიანური სისტემის ყველა წრე გაიარა და სასწაულებრივად მოახერხა თავის დაღწევა.
ჯაშუში
20/06/2017
ავტორი: პაულო კოელიო
ISBN: 9789941238383
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაური
გვერდების რაოდენობა: 150
ყდა: რბილი
ფასი: 8.90
გამოცემის წელი: 2017
ანოტაცია
როგორ იქცა ნიდერლანდების ერთი პატარა ქალაქის ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩეულ ოჯახში დაბადებული გოგონა, მარგარეტ ზელე სახელგანთქმულ მატა ჰარიდ? რამ მისცა ძალა, ის დაბრკოლებები გადაელახა, ცხოვრებამ რომ მოუმზადა? როგორ ცვლის ადამიანებს ომი? მატა ჰარის სიკვდილის დასჯიდან 100 წელი გავიდა და დღეს უკვე ცხადია, რომ მისტვის წაყენებული ბრალდება, დიდწილად რეალურ საფუძველს მოკლებული იყო
პატარა პრინცი
15/06/2017
ავტორი: ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი
ISBN: 9789941238444
გვერდების რაოდენობა: 100
ყდა: რბილი
ფასი: 9.90
გამოცემის წელი: 2017
ანოტაცია
"პატარა პრინცი" ყველაზე პოპულარული ფრანგულენოვანი წიგნი და ყველა დროის ბესტსელერია, თავად ავტორი კი საფრანგეთის რამდენიმე უმაღლესი ლიტერატურული ჯილდოს ლაურეატი. ნაწარმოების ნახევარზე მეტი ავტორის თავს გადამხდარი ისტორიებია, მათ შორის გულისამაჩუყებელი ამბავი მარტოობაზე, მეგობრობაზე, სიყვარულსა და სასოწარკვეთაზე, რასაც ის დედამიწაზე ჩამოვარდნილი პატარა პრინცის პირით ჰყვება.
« დაწყება წინა12345678910შემდეგიბოლო»