მთავარიდაგროვილი ქულებისიახლეებიჩვენს შესახებკონტაქტი

.

25/07/2017

"სიბრძნის კარში" საზაფხულო ფასდაკლება დაიწყო!

მობრძანდით ჩვენთან და შეიძინეთ თქვენთვის საყვარელი წიგნები უფრო დაბალ ფასად!

   

იისფერი

20/06/2017

ავტორი: ელის უოკერი

ISBN: 9789941470400

გამომცემლობა: ინტელექტი

გვერდების რაოდენობა: 302

ყდა: რბილი

ფასი: 18.00

გამოცემის წელი: 2017

სერია: აკრძალული წიგნების თარო

ანოტაცია

ელის უოკერის „იისფერს“ ამერიკის ბიბლიოთეკართა ასოციაციამ ყველაზე ხშირად აკრძალული და გასაჩივრებული წიგნების 2000-2009 წლების ასეულში მეჩვიდმეტე ადგილი მიანიჭა. წიგნი ძალიან ხშირად ყოფილა ცენზურის სამიზნე გამჭვირვალედ აღწერილი სექსუალური თემებისა და ძალადობის ამსახველი სცენების გამო.

1985 წელს რომანის მიხედვით გადაღებული ფილმის გამოსვლისთანავე წიგნს კრიტიკის ახალმა ტალღამ გადაუარა. კრიტიკოსებმა მიიჩნიეს, რომ „იისფერი“ ამკვიდრებდა შავკანიანი მამაკაცების ძალადობრივი ბუნების სტერეოტიპს. ფილმი სტივენ სპილბერგმა გადაიღო და მასში მთავარ როლს ვუპი გოლდბერგი ასრულებს.

ელის უოკერმა ამ რომანისთვის 1983 წელს პულიტცერისა (ავტორი პირველი ფერადკანიანი ქალი იყო, რომელმაც ეს პრემია მიიღო) და ამერიკის წიგნის ეროვნული პრემია მიიღო.მოქმედება ვითარდება ჯორჯიის შტატის ერთ-ერთ სოფელში. ორიგინალური ფორმითა და დიდი მწერლური ოსტატობითაა მოთხრობილი აფროამერიკელი ქალების მძიმე და წინააღმდეგობრივი ცხოვრება 1930-იან წლებში.

   

ვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი

20/06/2017

ავტორი: მაია ენჯელოუ

ISBN: 9789941470394

გამომცემლობა: ინტელექტი

გვერდების რაოდენობა: 339

ყდა: რბილი

ფასი: 18.00

გამოცემის წელი: 2017

სერია: აკრძალული წიგნების თარო

ანოტაცია

ვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი" ცნობილი ამერიკელი პოეტის, მაია ენჯელოუს ავტობიოგრაფიული რომანია. წიგნი იწყება სამი წლის მაიასა და მისი ძმის ჩასვლით სტემპსში, არკანზასის შტატის პატარა ქალაში, სადაც მათი ბებია ცხოვრობდა და აღწერს პოეტის ცხოვრებას თექვსმეტ წლამდე, როდესაც ენჯელოუ დედა ხდება.

 

   

შენ შემდეგ

20/06/2017

ავტორი: ჯოჯო მოიესი

ISBN: 9789941467653

გამომცემლობა: წიგნები ბათუმში

გვერდების რაოდენობა: 408

ყდა: რბილი

ფასი: 18.90

გამოცემის წელი: 2016

ანოტაცია

უილ ტრეინორის სიკვდილიდან თვრამეტი თვის შემდეგ ლუისა კლარკის ცხოვრებაში კიდევ ერთი ტრეინორი იჭრება და დიდ აურზაურს დაატრიალებს. ლილი ჰაგტონ-მილერი - გოგონა მამის მეამბოხე ხასიათითა და ჩვეულებრივ თინეიჯერებზე ბევრად სერიოზული პრობლემებით ყოფილი მომვლელისგან დიდ ყურადღებას ითხოვს.

 

   

ვაჟები და საყვარლები

20/06/2017

ავტორი: დევიდ ლოურენს

ISBN: 9789941467547

გამომცემლობა: წიგნები ბათუმში

გვერდების რაოდენობა: 720

ყდა: რბილი

ფასი: 21.90

გამოცემის წელი: 2016

ანოტაცია

"ვაჟები და საყვარლები" ოჯახური საგაა, რომელიც მორელების ოჯახის ამბავს მოგვითხრობს. სიყვარულის, ღალატის, ოჯახური დრამების, რთული დედაშვილური ურთიერთობების, ქალებისა და მამაკაცების უმძაფრესი გრძნობების ქრონიკა არცერთ მკითხველს არ დატოვებს გულგრილს. დედის, შვილებისა და მათი საყვარლების სახეები და ურთიერთობები ქართველი მკითხველისთვის ძალიან ნაცნობი იქნება, რადგან ჩვენს საზოგადოებასთან უამრავი პარალელის გავლება შეიძლება.

 

   

« დაწყება წინა12345678910შემდეგიბოლო»