მთავარიდაგროვილი ქულებისიახლეებიჩვენს შესახებკონტაქტი

ხუთი კუთხე

11/02/2018

ავტორი: მარიო ვარგას ლიოსა

ISBN: 9789941470516

გამომცემლობა: ინტელექტი

გვერდების რაოდენობა: 314

ყდა: რბილი

ფასი: 19.00

გამოცემის წელი: 2017

ანოტაცია

„ხუთი კუთხე“ მარიო ვარგას ლიოსას ბოლო, გახმაურებული რომანია. წიგნი პერუს ცხოვრების იმ პერიოდს აღწერს, როცა ქვეყანას დიქტატორი ფუხიმორი მართავდა და ტერორიზმი, მკვლელობები, ადამიანთა გატაცება და სხვა დანაშაულებები პერუელების ყოველდღიურობად იყო ქცეული.რომანის გმირები ჩაბნელებულ ქვეყანაში, კომენდანტის საათისა და მთავრობის შანტაჟის პირობებში, მუდმივი შიშით ცხოვრობენ. ქვეყნის მდგომარეობის ფონზე ლიოსა პერუელი მილიონერების უზრუნველ ცხოვრებასა და ვნებებს ნატურალისტურად აღწერს.

   

თქმული და უთქმელი ისტორიები: გერმანელები საქართველოში

11/02/2018

ავტორი: თამთა გელაშვილი

ISBN: 9789941470407

გამომცემლობა: ინტელექტი

გვერდების რაოდენობა: 182

ყდა: რბილი

ფასი: 12.00

გამოცემის წელი: 2017

ანოტაცია

ესაა წიგნი წარსულის მეხსიერების შესახებ, რომელიც ქართულ-გერმანული ურთიერთობის 200-წლიან საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოიცა. აქ რეალური ადამიანების მოყოლილი ამბებია თავმოყრილი, რომელიც გერმანელი კოლონისტების და, იმავდროულად, საქართველოს უახლოესი წარსულის შესახებ მოგვითხრობენ. „თქმული და უთქმელი ისტორიები; გერმანელები საქართველოში“ ზეპირი ისტორიებით შედგენილი თამთა მელაშვილის პირველი წიგნია.

   

მიზნები

08/10/2017

ავტორი: ბრაიან თრეისი

ISBN: 9789941248702

გამომცემლობა: პალიტრა L

გვერდების რაოდენობა: 325

ყდა: რბილი

ფასი: 13.99

გამოცემის წელი: 2017

ანოტაცია

ეს წიგნი ამბიციური ადმაიანებისთვისაა, მათთვის, ვისაც სწრაფად სურს წინსვლა და წარმატება. მაგრამ ამისთვის მხოლოდ სურვილი საკმარისი არ არის. აუცილებელია სწორად დასახული მიზნები და მათი მიღწევის გონივრული მეთოდები! ეს ყველაფერი კი ამ წიგნშია თავმოყრილი. ბრაიან თრეისი მარტივად და ნაბიჯ-ნაბიჯ, არგუმენტირებულად და ორიგინალურად აგიხსნით, როგორ მიაღწიოთ სასურველს, ე.ი. მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ და აგარიდებთ ხანგრძლივ და მძიმე შრომას.

   

შემწვარი მწვანე პომიდვრები კაფე "უისელ სტოკში"

08/10/2017

ავტორი: ფენი ფლები

ISBN: 9789941467929

გამომცემლობა: წიგნები ბათუმში

გვერდების რაოდენობა: 500

ყდა: მაგარი

ფასი: 22.90

გამოცემის წელი: 2017

ანოტაცია

ამერიკული ლიტერატურის ამ უმნიშვნელოვანეს, ერთი შეხედვით მსუბუქ ტექსტში მწერალი დიდი ოსტატობით აქსოვს ისეთ მწვავე თემებს, როგორიცაა რასიზმი, სეგრეგაცია, უმცირესობის ჩრდილში დგომა, რელიგიური წნეხი ქორწინების მიმართ, ქალთა უფლებები, გლობალიზაციის გავლენა, მოხუცებულების თუ მოძველებული პროფესიების ადამიანების ბედი, მკვლელობისა და ევთანაზიის გამამართლებელი გარემოებების მორალური შეფასება...

   

ცინკის ბიჭები

08/10/2017

ავტორი: სვეტლანა ალექსიევიჩი

ISBN: 9789941463587

გამომცემლობა: არტანუჯი

გვერდების რაოდენობა: 454

ყდა: რბილი

ფასი: 18.00

გამოცემის წელი: 2017

ანოტაცია

"ცინკის ბიჭები" 2015 წლის ნობელის პრემიის ლაურეატის- სვეტლანა ალექსიევიჩის მესამე წიგნია "უტოპიის ხმების " ციკლიდან. წიგნის მთხრობელები - ომის ვეტერანები, დედები , ქვრივები, მედლები ... გვიყვებიან სიმართლეს ავღანეთის ომზე (1979-1989 წწ), რომელსაც საბჭოთა ხელისუფლება წლების მანძილზე უმალავდა საკუთარ ხალხს.

სვეტლანა ალექსიევიჩს მკითხველამდე მოაქვს ავღანეთგამოვლილთა შიშველი ემოციები და, ამიტომაც, თარგმანში შენარჩუნებულია როგორც ინტონაციები, ისე დაულაგებელი ფრაგმენტული შთაბეჭდილებები და შეფასებები ომზე, რომელმაც უმძიმესი კვალი დაამჩნია პერსონაჟების ცხოვრებას.

წიგნში შესულია ოქმები სასამართო პროცესებიდან, რომელიც "ცინკის ბიჭების" გამოცემის შემდეგ გამიართა ბელარუსში. პროცესებზე ავტორიტარულმა რეჟიმმა მწერლის წინააღმდეგ მისივე რეალური პესონაჟები გამოიყვანა.

   

« დაწყება წინა12345678910შემდეგიბოლო»