ლოტე ვაიმარში
29/04/2018
ავტორი: თომას მანი
ISBN: 9789941290947
გამომცემლობა: პალიტრა L
ყდა: რბილი
ფასი: 13.99
გამოცემის წელი: 2018
ანოტაცია
მსგავსი წიგნებირა რჩებათ სათქმელი მოხუცებულ მწერალსა და მის მუზას?სიყვარული მხოლოდ წიგნის ფურცლებზეა მარადიული თუ ცხოვრებაშიც?როგორია უარყოფილი სიყვარულის გამოძახილი,დარჩა თუ არა რაიმე გრძნობისგან,რომელმაც გოეთეს "ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი" დააწერინა?რას შეიძლება გრძნობდეს უკვე ასაკში შესული, ქვრივი ქალი, რომელიც მწერლის უდიდესი სიყვარულის ობიექტი იყო და მარადიულობა მის რომანში მოიპოვა?არავინ იცის,სინამდვილეში შეხვდნენ თუ არა ლოტე და გოეთე ერთმანეთს მათი სიცოცხლის დაისის დროს...
აჩრდილები სამოთხეში
29/04/2018
ავტორი: ერიხ მარია რემარკი
ISBN: 9789941290466
გამომცემლობა: პალიტრა L
გვერდების რაოდენობა: 565
ყდა: მაგარი
ფასი: 16.95
გამოცემის წელი: 2018
ანოტაცია
ჟურნალისტი და მწერალი,მშვენიერი მსახიობი,გენიალური ქირურგი,წარმატებული ბიზნესი,წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილე გმირი და ლეგენდა - ყველანი "ამერიკულ სამოთხეში" მოხვდნენ,გამოქცეულნი ევროპიდან,სადაც მეორე მსოფლიო ომი მძვინვარებს.ამ,ერთი შეხედვით,კეთილდღეობაში ვერ პოულობენ სულიერ სიმშვიდეს.მათ აერთიანებთ მძიმე ტვირთი:თითოეულმა დაკარგა ოჯახი,მეგობრები,საყვარელი საქმე,დაკარგა სამშობლო.და მიუხედავად წარმატებისა სიყვარულსა თუ პროფესიაში,აჩრდილებივით არსებობენ ემიგრანტები ახალ სამყაროში,ერთი იმედით...
ბრუკლინი
21/03/2018
ავტორი: კოლმ ტოიბინი
ISBN: 9789941290657
გამომცემლობა: პალიტრა L
გვერდების რაოდენობა: 280
ყდა: რბილი
ფასი: 12.99
გამოცემის წელი: 2018
ანოტაცია
პრემია IMPAჩ DUBLIN-ისა და ჩOშთA NOVEL-ის მფლობელი. ერთ ირლანდიურ პატარა ქალაქში ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავს.აქ ყველა ერთმანეთს იცნობს,ერთმანეთზე ყველაფერი იციან,ხანდახან ჭორაობით ირთობენ თავს და,ცოტა არ იყოს,სნობებიც ბრძანდებიან.ქალაქში თითოოროლა გასართობი ადგილია,სამუსაო ძნელი საშოვნელია,ამიტომ ახალგაზრდების უმეტესობა ინგლისში მიდის ბედის საძებნელად.ასეთია გასული საუკუნის 50-იანი წლების ევროპა.სამაგიეროდ,ოკეანის იქით ახდენილი ოცნებების ქვეყანაა - ამერიკა.აქ ეილიშმა საკუთარი თავი იპოვა...
წრიპა ბიჭის და შენი დღიური
21/03/2018
ავტორი: ჯეფ კინი
ISBN: 9789941239410
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაური
გვერდების რაოდენობა: 218
ყდა: რბილი
ფასი: 10.90
გამოცემის წელი: 2018
ანოტაცია
რაკი „წრიპა ბიჭის და შენი დღიური“ გაქვს, ახლა ავტორიც შენ ხარ, მხატვარიც და მთავარი გმირიც. ამ წიგნში ბევრ საინტერესო შეკითხვას წააწყდები და ისეთი გვერდებიც ბევრია, სადაც შენი აზრი უნდა ჩაწერო. ჰოდა რა გაკლია შედევრი შესაქმნელად? არაფერი! რაც გინდა, დაწერე, ოღონდ როცა მორჩები, იცოდე, დღიური საიმედო ადგილას უნდა გადამალო, რადგან როცა მდიდარი და სახელგანთქმული გახდები, აი, ეს წიგნი თავისი წონა ოქრო ეღირება.
კაენი
21/03/2018
ავტორი: ჟოზე სარამაგუ
ISBN: 9789941238888
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაური
გვერდების რაოდენობა: 155
ყდა: რბილი
ფასი: 10.90
გამოცემის წელი: 2018
ანოტაცია
სარამაგუს ბოლო რომანი "კაენი" ძველი აღქმის "რემეიქია". ნაწარმოების სიუჟეტური ქარგა ადამიანის შექმნასა და წარღვნას შორისაა მოქცეული, ხოლო მთავარ გმირად ღმერთის დაუცხრომელი ოპონენტი კაენი გვევლინება. ძმის მკვლელი კაენი უმისამართოდ დაეხეტება ბიბლიურ გზებზე, ხვდება იობს, აბრაამს, ნოესა და კაცობრიობის სხვა პატრიარქებს, ხედავს და ამტკიცებს მამაზეციერის უსამართლობასა თუ სისასტიკეს, ებრძვის მის დიქტატურასა და ავტორიტარიზმს და საბოლოოდ იმარჯვებს კიდეც.
« დაწყება წინა12345678910შემდეგიბოლო»