მთავარიდაგროვილი ქულებისიახლეებიჩვენს შესახებკონტაქტი

ყვითელი ველოსიპედი

06/08/2018

ავტორი: გაბრიელ ნაპოლეონე ელბანო

ISBN: 9789941476952

გამომცემლობა: ინტელექტი

გვერდების რაოდენობა: 286

ყდა: რბილი

ფასი: 12.00

გამოცემის წელი: 2018

ანოტაცია

გაბრიელ ნაპოლეონ ელბანოს ,,ყვითელი ველოსიპედი" ერთგვარი კინო-რომანია, გამოკვეთილი და დასამახსოვრებელი კინო-გმირებით. რომანის მთავარი პერსონაჟი, ახალგაზრდა მწერალი, ალესანდრო ბონარდი პოლიტიკური ვითარებისა და დევნის გამო ტოვებს ქვეყანას და ემიგრაციაში მიდის.მოქმედება იტალიაში ხდება,თუმცა ქართველი მკითხველი ბევრ ნაცნობსა და ახლობელს აღმოაჩენს,უახლოესი ისტორიიდან.გარდა პოლიტიკური ხაზისა,მნიშვნელოვანია დიდი სიყვარულის ამბავი,რომელსაც ეძღვნება წიგნი.რომანში გამოყენებულია რეალური სასიყვარულო წერილები..

   

კოსმოსი და მზის სისტემა (წიგნი+ფაზლი)

29/04/2018

კატეგორია: ასტრონომია/კოსმოსი

ISBN: 9789941236945

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაური

ყდა: მაგარი

ფასი: 32.90

გამოცემის წელი: 2018

ანოტაცია

წინ საინტერესო თავგადასავალი გელოდება! წაიკითხე წიგნი, წარმოიდგინე, რომ ნამდვილი ასტრონავტი ხარ და იმოგზაურე კოსმოსში, შეისწავლე ეს ამოუცნობი, უკიდეგანო სამყარო. ყუთში დაგხვდება 205-ნაწილიანი ფაზლი და 32-გვერდიანი წიგნი! ფაზლის ზომა 98 X 67 სმ

   

ლილოს ანჯელესი (Lilos Angeles)

29/04/2018

ავტორი: გიორგი კეკელიძე

ISBN: 9789941239502

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაური

გვერდების რაოდენობა: 113

ყდა: რბილი

ფასი: 7.90

გამოცემის წელი: 2018

ანოტაცია

გრიგოლი და მარიამი გურიის პატარა ქალაქში ცხოვრობენ 90-იან წლებში და ერთ დანგრეულ სკოლაში სწავლობენ. ირგვლივ გაჭირვება, სიკვდილი და უიმედობაა. გრიგოლს უყვარს აჭარიდან გადმოსახლებული მარიამი, და მარიამსაც უყვარს ბიჭი...ორივე გულუბრყვილოდ ოცნებობს მომავალზე, გრიგოლი - მარიამის ცოლად შერთვაზე, მარიამი კი, თავისი აზრით, ლამაზ, ფერად სამყაროზე – ლილოს ბაზრობაზე, რომელიც მისთვის ახალ ცხოვრებაში შესასვლელი კარი უნდა გახდეს.რომანი LILOS ANGELES გიორგი კეკელიძის ბოლო წიგნია.

   

ის

29/04/2018

ავტორი: სტივენ კინგი

ISBN: 9789941290992

გამომცემლობა: პალიტრა L

გვერდების რაოდენობა: 1054

ყდა: მაგარი

ფასი: 31.99

გამოცემის წელი: 2018

ანოტაცია

ის - მრავალსახიანი და ერთსახიანია.ის - რეალურია და არარეალურია, და მაინც, ის არსებობს!დერი,ერთი შეხედვით,არაფრით გამორჩეული ქალაქია,თუმცა მხოლოდ ერთი შეხედვით - სინამდვილეში ის საზარლად განსხვავებულია,იქ ის ბინადრობს და მას ბავშვები ხედავენ!ის ყველგანაა და ის კოშმარად ატყდება ქალაქს,ის დაუმარცხებელია!მაგრამ ფიცითა და პირობით იკვრება შესანიშნავი ერთობა - შვიდი ბავშვი,შიშით,განცდით,გარდაუვალი უბედურების შეჩერების სურვილით დაკავშირებულნი მის პირისპირ დგებიან...საბედისწერო ბრძოლაც უნდა გაიმართოს...

   

ასოციალური თევზი

29/04/2018

ავტორი: ციკო ინაური

ISBN: 9789941291005

გამომცემლობა: პალიტრა L

გვერდების რაოდენობა: 126

ყდა: რბილი

ფასი: 9.95

გამოცემის წელი: 2018

ანოტაცია

ეს ეგეოსის ზღვის სურნელით გაჟღენთილი რომანი სამი გოგოს,სამი განუყრელი მეგობრის ფიქრებსა და ოცნებებზე,სოციალური ნორმების მიმართ პროტესტზე მიმარ,სიყვარულზე,ამობოხსა და სეგრძნებებზეა;იმაზე,თუ როგორ იზრდებიან გოგოები თბილისში,როგორ ყალიბდება მათი შინაგანი "მე".ისინი პირბას დებენ,რომ არასდროს შექმნიან ოჯახს და არავის,არასდროს შეიყვარებენ ისე,რომ საკუტარ პრინციპებს უღალატონ.თუმცა...სიყვარული მოდის,მოდის თავისი სიმძაფრითა და ცრემლით.მთავარი გმირები მკითხველს თავბრუდამხვევი თავგადასავლებისკენ უხმობენ.

   

« დაწყება წინა12345678910შემდეგიბოლო»