მთავარიდაგროვილი ქულებისიახლეებიჩვენს შესახებკონტაქტი

გოლგოთის გზა მიხაელი

23/11/2018

ავტორი: ირემაძე მიხეილ

ISBN: 9789941959875

გამომცემლობა: წიგნი+ერი

გვერდების რაოდენობა: 508

ყდა: რბილი

გამოცემის წელი: 2018

ფასი: 13,00

ანოტაცია

ეს არის წიგნი,რომელშიც მოვლენები დროისა და სივრცის მიღმა ვითარდება.აქ არის აბსტრაქტული ეპოქა,აბსტრაქტული სახელმწიფოები, ყველაფერი განყენებული და კონკრეტულობას მოკლებული,მაგრამ უაღრესად აქტუალური პრობლემებით გაჯერებული ნაცნობი რეალობა,ძალიან ახლობელი თითოეული ადამიანისთვის,არ აქვს მნიშვნელობა,რომელი ქვეყნის შვილია და რომელი თაობის წარმომადგენელი.ერთმანეთშია გადახლართული პოლიტიკური ბატალიები და სასიყვარულო ისტორიები,გულწრფელი სიყვარული საკუთარი სამშობლოსი და მერკანტილური ინტერესები...

   

წრიპა ბიჭის დღიური - მეცამეტე გოჭი

18/11/2018

ავტორი : ჯეფ ჯინი

ISBN : 9789941301766

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

გვერდების რაოდენობა: 224

ყდა: მაგარი

გამოცემის წელი: 2018

ფასი:14,90

ანოტაცია

ვალენტინობა ახლოვდება, სკოლაში ცეკვის საღამო უნდა ჩატარდეს და ყველა პარტნიორს ეძებს. ბიჭები გოგოებზე მეტნი არიან და წუხან, რომ შეიძლება, წვეულებაზე მეწყვილის გარეშე დარჩნენ. გრეგის საფიქრალიც სწორედ ეს არის. ვის აღარ გაუგზავნა მოსაწვევი, მაგრამ ვერც ერთი გოგო ვერ დაითანხმა.გრეგის მეგობარი როული სულაც არ დარდობს, ზეიმზე მეწყვილე ეყოლება თუ არა.მოულოდნელად გრეგს შანსი ეძლევა, ვალენტინობის საღამოზე პარტნიორი ჰყავდეს, მაგრამ როულის გარეშე არაფერი გამოვა. სამივენი ერთად მიდიან და ვნახოთ, ვინ აღმოჩნდება მეცამეტე გოჭი.

   

ნარჩენები

18/11/2018

ავტორი: ტომ პეროტა

ISBN: 9789941301308

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

გვერდების საოდენობა: 446

ყდა: რბილი

გამოცემის წელი: 2018

ფასი: 16,90

ანოტაცია

14 ოქტომბერს ადამიანების თვალწინ გაუგონარი რამ მოხდა – დედამიწის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი უმიზეზოდ გაუჩი ნარდა. ამ აუხსნელმა მოვლენამ, რომელსაც „ატაცება“ უწოდეს, დარჩენილებს უამრავი უპასუხო კითხვა დაუტოვა. გაუჩინარება ბევრმა მეორედ მოსვლის უტყუარ ნიშნად ჩათვალა, ზოგმა კი გაუჩინარებულები გმირებად შერაცხა. გაჩნდა უამრავი კულტი, სექტა და დაჯგუფება, რომლებიც იმ ხალხს აერთიანებდა, საკუთარ თავს ნარჩენებად, უსარგებლო ნაგვად რომ მიიჩნევდნენ და სიცოცხლის ძველებურად გაგრძელებაში აზრს ვეღარ ხედავდნენ... სწორედ ასეთ უტოპიურ სინამდვილეს გვიხატავს მწერალი და სცენარისტი ტომ პეროტა 2011 წელს გამოცემულ წიგნში „ნარჩენები“. რომანმა, რომელშიც ავტორმა გამოგონილი რეალობის ფონზე ადამიანთა მარტოობა და დარდი განსაკუთრებული სიცხადით წარმოაჩინა, მალევე დაიმსახურა მკითხველების ყურადღება, განსაკუთრებული პოპულარობა კი HBO-ს ფენომენალურად წარმატებული, ამავე სახელწოდების ტელეეკრანიზაციის შემდეგ მოიპოვა. „ნარჩენები“ არის ამბავი გაუჩინარებას გადარჩენილ ადამიანებზე, რომელთაც, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად არ გამქრალან, დაკარგეს საკუთარი თავი და ამქვეყნიური დანიშნულება

   

ქვეყნად მოვლენის უსიამოვნებაზე

18/11/2018

ავტორი: ემილ ჩორანი

ISBN: 978-9941-11-621-6

გამომცემლობა: დიოგენე

გვერდების რაოდენობა: 222

ყდა: რბილი

გამოცემის წელი: 2018

ას: 12,90

ანოტაცია

რუმინული წარმოშობის ფრანგი მწერლისა და ფილოსოფოსის, XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური მოაზროვნის, ემილ ჩორანის (1911-1995) წიგნში „ქვეყნად მოვლენის უსიამოვნებაზე“ მცირე ზომის ჩანაწერებია გაერთიანებული. ზოგადად, აფორიზმი ჩორანის საყვარელი ფორმაა, „ქვეყნად მოვლენის უსიამოვნებაზე“ კი - მისი აფორიზმებისა და ჩანაწერების გამორჩეული კრებული. იგი თავად ავტორსაც განსაკუთრებულად უყვარდა. ერთ ინტერვიუში აღნიშნა კიდეც: „ამ წიგნში, რომელიც შეგიძლიათ ნებისმიერ გვერდზე გადაშალოთ, წიგნში, რომლის ბოლომდე წაკითხვაც აუცილებელი არაა, ყველა სიტყვას ვეთანხმები“. ერთი შეხედვით ერთმანეთთან დაუკავშირებელ ჩანაწერებში ყველაზე კარგად ჩანს მწერლის დამოკიდებულება იმ საკითხებისადმი, რომლებიც მუდმივად აძლევდნენ სააზროვნო იმპულსებს და ყოფნა-არყოფნის დარ ძველისძველ დილემებთან აბრუნებდნენ.

   

კაფკას ლეოპარდები

18/11/2018

ავტორი: მოასირ სკლიარი

ISBN: 978-9941-11-620-9

გამომცემლობა: დიოგენე

გვერდების რაოდენობა: 116

ყდა: რბილი

გამოცემის წელი: 2018

ფასი: 9,90

ანოტაცია

ბრაზილიელი მწერლის, მოასირ სკლიარის (1937-2011) რომანი „კაფკას ლეოპარდები“ ახალგაზრდა ებრაელის, ბენიამინ კანტაროვიჩის, მეტსახელად „თაგუნას“, თავშესაქცევ ამბავს მოგვითხრობს. ლევ ტროცკისთან შეხვედრაზე მეოცნებეს ბედისწერა დიდ თავსატეხს უმზადებს: მის ხელში თავად ფრანც კაფკას ხელნაწერი აღმოჩნდება, რომელსაც გასაღები უნდა მოარგოს. 1916 წლის ზამთარია. გათოშილი, თავგზააბნეული ბენიამინ კანტაროვიჩი პრაღის ქუჩებში დაეხეტება და მინიშნებებს ეძებს… წიგნში მოულოდნელობა მოულოდნელობას ენაცვლება, მთავარ გმირს კი ისღა დარჩენია, ჰრადშინის ციხესიმაგრის უკან, ალქიმიკოსების ქუჩაზე, ფრანც კაფკას პატარა ოთახს მიადგეს და კარზე დააკაკუნოს.

   

« დაწყება წინა12345678910შემდეგიბოლო»